რეგისტრაცია

მობილობა რუმინეთში

18, სექტემბერი 2025

„ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის. ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობა განხორციელდება რუმინეთში — ვასილე გოლდიშის სახელობის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი;

სასწავლო პროგრამა: მედიცინა;

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი);

რაოდენობა: ერთი სტუდენტი;

ფინანსური მხარდაჭერა:
• სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯები;
• უფასო სწავლა

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• Europass CV;
• ნიშნების ფურცელი GPA-ის მითითებით;
• სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსის ეტაპები:

დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 18 სექტემბერი – 2025 წლის 30 სექტემბერი;

ინტერვიუ - 2025 წლის 02 ოქტომბერი

ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;

სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge

იხილეთ საინფორმაციო ფურცელი: