რეგისტრაცია

სამუშაო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტში

23, სექტემბერი 2025

14-19 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი თინათინ კორძახია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფლორენციის უნივერსიტეტში ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განვითარების პერსპექტივები. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ჩატარდა დისკუსია, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო და აკადემიური პროცესების მართვის გამოცდილება.
 
მსგავსი თანამშრომლობით ბაუ ბათუმი აგრძელებს პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფართოებას წამყვან ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას და უნივერსიტეტის აქტიურ ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.