რეგისტრაცია

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის VIII საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2025“

29, სექტემბერი 2025

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ წარმატებით გაიმართა ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის VIII საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2025“, რომლის მთავარი მხარდამჭერი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.
 
კონფერენციამ გააერთიანა ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, ტოქსიკოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის სფეროს წამყვანი სპეციალისტები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალები კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, ასევე იმსჯელეს დარგის განვითარების მთავარ ტენდენციებზე. ღონისძიებაზე სპიკერებად წარმოდგენილი იყვნენ ექსპერტები საქართველოდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების ჩართულობა, რომლებიც არამხოლოდ აქტიური მონაწილეები, არამედ კონფერენციის ორგანიზაციულ პროცესშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
 
საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2025“ ჩატარდა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობისა და უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო, რომელიც კვლავაც აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებასა და სტუდენტთა პროფესიულ ზრდას.