ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს შუა აზიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმსა და გამოფენაში - საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა.
ღონისძიების პირველი ნაწილი კონფერენციის და პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები, ასევე ეკონომიკის და ინვესტიციების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო პლატფორმა აერთიანებს 50-მდე ქართულ კომპანიას, ასევე 4000 ვიზიტორს სხვადასხვა სექტორიდან.
ფორუმი მონაწილე ინსტიტუციებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა - პარტნიორთა ქსელის გაფართოების, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო რეპუტაციის ამაღლების კუთხით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონთაშორისი კავშირების და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივები უზბეკეთში ოპერირებად ინსტიტუციებთან. ხსენებულ კონტექსტში, უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ასევე გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.