რეგისტრაცია

კადავერ კონგრესი 2025

16, ოქტომბერი 2025

11–12 ოქტომბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კადავერ კონგრეს 2025-ს - ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა ექიმ-კოსმეტოლოგების პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებასა და ანატომიური სიზუსტის სრულყოფას. კონგრესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, ხოლო მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ რეალურ ანატომიურ მასალაზე, დაუფლებოდნენ ინექციური ტექნიკის თანამედროვე მიდგომებს და გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის ანატომიური სტრუქტურების შესახებ.

 

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციური და პრაქტიკაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების განვითარებას, მხარს უჭერს პროფესიული ზრდის ხელშემწყობ ინიციატივებს და ქმნის საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც მომავალ სპეციალისტებს უყალიბებს უსაფრთხო, ეთიკურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიულ პრაქტიკას.