რეგისტრაცია

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

24, ოქტომბერი 2025

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. აღიარება წარმოადგენს აჭარისა და საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას.
 
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
 
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ თავისი საქმიანობით არის ქალაქის საერთაშორისო პროფილის ნაწილი და თავისი წვლილი შეაქვს ბათუმის, როგორც განათლებისა და კულტურის მრავალფეროვანი ცენტრის განვითარებაში.