ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული მოსამართლის - ბატონ გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას.
 
საზეიმო ღონისძიება გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და მას ესწრებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი უწყებების უმაღლესი წარმომადგენლები.
 
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ გიორგი მოდებაძეს მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსით.