ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ქალბატონი თეა მიქელაძე, დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის 102 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. 
 
ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველო–თურქეთის მრავალწლიანი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების, კულტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებებში. 
 
ვულოცავთ თურქეთის რესპუბლიკას ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას როგორც ქვეყნის, ისე მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ.