რეგისტრაცია

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმი

03, ნოემბერი 2025

30–31 ოქტომბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, და ვიცე-რექტორი, ქალბატონი თეა მიქელაძე მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმში, რომლის მასპინძელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 10 ქვეყნისა და 21 უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის წარმომადგენლები, მათ შორის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგატები. ფორუმმა ხაზი გაუსვა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვის და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის მნიშვნელობას.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ პროცესებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას და სამედიცინო განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების განმტკიცებას.