რეგისტრაცია

ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის გერმანული კონგრესი

05, ნოემბერი 2025

​მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები - ანნა ყურშუბაძე, საბა კურცხალიძე და დავით დუაძე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მონაწილეობდნენ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის გერმანულ კონგრესში, რომელიც 28-31 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა.

კონგრესის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, კლინიკურ პრეზენტაციებს, პრაქტიკულ დისკუსიებსა და უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობას ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით. სტუდენტებმა მოისმინეს წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტების მოხსენებები, მონაწილეობდნენ პროფესიულ არაფორმალურ შეხვედრებში და დაამყარეს ურთიერთობები მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი პრიორიტეტად მიიჩნევს სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით პროცესებში ჩართულობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომავალი პროფესიონალების მომზადებას თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტების შესაბამისად