რეგისტრაცია

სისხლის დონაციის კამპანია

05, ნოემბერი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს წითელ ჯვართან და სისხლის ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს სისხლის დონაციის კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების მხარდაჭერა და სიცოცხლის გადარჩენის პროცესში წვლილის შეტანა.

ინიციატივა განხორციელდება უნივერსიტეტის კამპუსში და მოიცავს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე დაინტერესებული პირების მონაწილეობას. ღონისძიება გაიმართება 11 ნოემბერს, სამშაბათს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბაუ ბათუმის კამპუსში.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია - https://bit.ly/47KvH8p