11 ნოემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში წარმატებით განხორციელდა სისხლის დონაციის კამპანია. ინიციატივა განხორციელდა საქართველოს წითელ ჯვართან და სისხლის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ჰემატოლოგიური საჭიროებების მქონე პაციენტთა მხარდაჭერას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებმა. მონაწილეთა ჩართულობამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისადმი ერთგულება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების მნიშვნელობა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის. უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშემწყობ ინიციატივებში მონაწილეობას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას საგანმანათლებლო სივრცეში.