რეგისტრაცია

საჯარო ლექცია

12, ნოემბერი 2025

11 ნოემბერს, სკოლა „ნიკე“-ში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნატალია დოროფეევამ, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ზრდის პროცესები: სქესობრივი მომწიფება, მენსტრუაცია და ჰიგიენა“. ლექციის მიზანი იყო მოზარდების ინფორმირება სქესობრივი მომწიფების ბუნებრივ პროცესებზე, ჰიგიენურ პრაქტიკებსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პროფესიული კონსულტაცია სამედიცინო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავ აქტიურად შეეცდება ხელი შეუწყოს ისეთ საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანმრთელობისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.