რეგისტრაცია

საჯარო ტრენინგი თემაზე: „The Art of the Modern Lecture: Teaching for the 21st Century“.

12, ნოემბერი 2025

11 ნოემბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა, ჩაატარა საჯარო ტრენინგი თემაზე: „The Art of the Modern Lecture: Teaching for the 21st Century“.

ლექციის მიზანი იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და სწავლების ინოვაციური მიდგომების გაცნობა. ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლების პროცესში თანამედროვე სტრატეგიებისა და სტუდენტის აქტიურად ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს სწავლების პროცესის განვითარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.