6 ნოემბერს პირველი კურსის მედიცინის სტუდენტებისთვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში პროგრამის დირექტორმა და ტუტორებმა სტუდენტები გააცნეს დეკანის ოფისის გუნდსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო გეგმის სტრუქტურის, ინტეგრირებული სწავლების მიდგომის, წინაპირობების და შეფასების სისტემის შესახებ. საორიენტაციო შეხვედრის მიზანი იყო ახალი სტუდენტების უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსთან გაცნობა, ინტეგრირებული სამედიცინო განათლების მოდელის უკეთ გაგების ხელშეწყობა და მათი წარმატებული ადაპტაციის მხარდაჭერა პროგრამაში.