14 ნოემბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, დაესწრო დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. დიაბეტის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე. საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, დიაბეტით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შრომისუნარიან ასაკშია.
დაავადებას ხშირად თან სდევს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები, მათ შორის შფოთვა და დეპრესია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობას.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს და აქტიურად მონაწილეობს დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.