მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები ნურ ესინ ერდემი, ელიფ ზეჰრა იუჯელი, ბერენ ქილიჩი და აჰმეთ ერაი თაში დაესწრნენ სივასის ჯუმჰურიეთის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტურ სამეცნიერო კონგრესს “Multidisciplinary Approach to Human Health – İSKON 2”.
კონგრესმა ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, მრავალპროფილური კლინიკური მიმართულებების სპეციალისტები და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები.
ღონისძიება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა კვლევითი გამოცდილების გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების დამყარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სამუშაო სესიებში და დისკუსიებში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ მაღალი აკადემიური მოტივაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართულობის მზადყოფნას.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო სივრცეში სტუდენტთა აქტიურობას პროფესიული ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს და შესაბამის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.