რეგისტრაცია

საერთაშორისო კონფერენცია

19, ნოემბერი 2025

მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები კოვსარ იბრაჰიმოვა, ვიქტორია დიასამიძე და გულნარა დარმანიანი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით დაესწრნენ უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციას „CAD/CAM Digital & Oral Facial Aesthetics 39th International Dental ConfEx“, რომელიც 14-15 ნოემბერს დუბაიში გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიები, ციფრული დენტალური სისტემები, ესთეტიკური სტომატოლოგიის თანამედროვე მიდგომები და კლინიკური პრაქტიკის ინოვაციური მეთოდები, რომელთა გამოყენებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობაც სტუდენტებს ადგილზე მიეცათ. მონაწილეებმა დაესწრნენ პროფესიულ ლექციებსა და პრეზენტაციებს, სადაც განიხილებოდა დარგის თანამედროვე მიღწევები ციფრული დიზაინის, ორთოპედიული აღდგენის, CAD/CAM ტექნოლოგიებისა და სახისა და ყბა-სახის ესთეტიკის მიმართულებით.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ჩართულობის მხარდაჭერას.