21 ნოემბერს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში ჩატარდა ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების თანამედროვე მეთოდებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი.
ტრენინგის მიზანი იყო ჰოსპიტლის კლინიცისტებისთვის იმ ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაცნობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს კლინიკური უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების ობიექტურ და სტრუქტურულ შეფასებას.