რეგისტრაცია

NEURO’25 - Neurogeorgia-ს მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა

04, დეკემბერი 2025

მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები ომარ მოჰამედი და მოჰამმედ აიუბ სადიქი მონაწილეობდნენ NEURO’25 - Neurogeorgia-ს მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაში, რომელიც 29-30 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა წამყვანი ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის სპეციალისტების ყოველწლიურ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებულ სესიებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და კლინიკური ხედვები ნეირომეცნიერებების კვლევის სფეროში. სტუდენტებმა კონგრესზე წარადგინეს პოსტერი კვლევით ნაშრომზე: “Prognostic Utility of Serum Neurofilament Light Chain in Guillain-Barré Syndrome: A Systematic Review.” ნაშრომის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/449NXqV

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს და შესაბამის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.