ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რეგისტრაციას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.
ღონისძიება წარმოადგენს გუნდურ ინტელექტუალურ შეჯიბრს, რომელიც ემყარება ლოგიკურ მსჯელობას, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ თანამშრომლობას. მონაწილეები ერთობლივად პასუხობენ ზოგადსა და სააზროვნო შეკითხვებს, რაც მოითხოვს სიზუსტეს, კონცენტრაციასა და სწრაფ ანალიზს.
თამაშის ფორმატი:
• თამაში გაიმართება ორ რაუნდად
• სულ მოიცავს 20 შეკითხვას
• შეკითხვები არის ინტერდისციპლინარული
• თამაშის სამუშაო ენა არის ინგლისური
თარიღი:
• 12 იანვარი (წინასწარი თარიღი) თარიღი განისაზღვრა წინასწარი დაგეგმვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გადაიხედოს სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.
რეგისტრაცია:
• რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 დეკემბერი
• რეგისტრაცია ივსება ერთხელ თითოეულ გუნდზე
• გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შემთხვევაში გუნდის ლიდერმა პირადად უნდა მიმართოს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტს.
• სარეგისტრაციო ფორმის შევსება საჭიროებს მაქსიმალურ სიზუსტეს
გუნდების ფორმირება:
• თითოეულ გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი
• გუნდის შემადგენლობა: მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6 მონაწილე •
• გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა კურსისა და პროგრამის სტუდენტები
• ყველა მონაწილე უნდა იყოს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
პრიზები - გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა:
• გამარჯვებულის სერტიფიკატი
• სპეციალური ჯილდო
• 1000 ლარის ღირებულების გრადნ მოლის ვაუჩერი (პრიზი გაიცემა მხოლოდ ვაუჩერის სახით და არ ექვემდებარება ფულად ანაზღაურებას)
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.office.com/e/ft7abAYcuL?origin=lprLink