რეგისტრაცია

საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატებული კომუნიკაციის ხრიკები“.

15, დეკემბერი 2025

12 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა დარინა მსხალაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატებული კომუნიკაციის ხრიკები“. ლექციის მიზანს წარმოადგენდა ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიების განხილვა და იმ პრაქტიკული მიდგომების გააზრება, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას, ნდობის მოპოვებასა და პროფესიული ურთიერთობების გამყარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემპათიის, ეთიკური კომუნიკაციის, კონფიდენციალურობისა და არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.

მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობდნენ, აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და დამოუკიდებლად აანალიზებდნენ დასმულ საკითხებს, რაც ხელს უწყობდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სკოლა „პროგრესს“ მასპინძლობისთვის და მონაწილეებს - აქტიური ჩართულობისთვის.