რეგისტრაცია

საჯარო ლექცია „ჯანსაღი ცხოვრების წესის იმპლემენტაცია სკოლებში“

06, ნოემბერი 2025

6 ნოემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გულნარა აბაშიძემ გვარის საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია. ლექციის ფარგლებში განხილული იყო თემა - „ჯანსაღი ცხოვრების წესის იმპლემენტაცია სკოლებში“, რომლის მიზანს წარმოადგენდა უმცროსი და საშუალო კლასის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობა, პრევენციული მიდგომების გააზრება და პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში უფროსი კლასის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობების, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამებისა და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პერსპექტივების შესახებ. ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მოსწავლეებს აძლევდა შესაძლებლობას დაესვათ კითხვები და აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო და საზოგადოებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და განათლების ხელმისაწვდომობის