რეგისტრაცია

საჯარო ლექცია - ოლმესარტანების ოჯახი: ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებზე მორგებული მკურნალობა“

07, ოქტომბერი 2025

7 ოქტომბერს, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ხათუნა დიასამიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „ოლმესარტანების ოჯახი: ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებზე მორგებული მკურნალობა“.

ლექცია განკუთვნილი იყო ოჯახის ექიმებისთვის და მიზნად ისახავდა არტერიული ჰიპერტენზიის მართვის თანამედროვე მიდგომების განხილვას, ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებული თერაპიული გადაწყვეტილებების მნიშვნელობის ხაზგასმასა და კლინიკურ პრაქტიკაში ოლმესარტანების გამოყენების როლის გააზრებას. შეხვედრა პროფესიული დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ კლინიკური გამოცდილება და ემსჯელათ ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერა გაუწია ფარმაცევტულმა კომპანიამ Berlin-Chemie.