ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი ანნა ყურშუბაძე, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში, სწავლას გააგრძელებს რუმინეთში.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტის აკადემიურ მობილობას და ხელს უწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გამოცდილების მიღებას.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ოპერირებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარება. ხსენებულ კონტექსტში, ვასილ გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტთან არსებული პარტნიორობა და სტუდენტთა მობილობის პროგრამები წარმოადგენს აკადემიური ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელოვან მიმართულებას.