ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აფილირებული აკადემიური სტაფისთვის კლინიკური პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო მობილობა განხორციელდება სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ ითვლება.
მობილობის პერიოდი: ზაფხული (ივნისი-აგვისტო);
მობილობის ხანგრძლივობა: ორი კვირა;
კვოტა: ერთი;
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ შემდეგი ორი ელექტრონული განაცხადის ფორმა (პირველი, მეორე) და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• აპლიკაციის ფორმა;
• Europass CV; • სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• გამოქვეყნებული სტატიები; კონკურსის ეტაპები: დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 13 თებერვალი – 22 თებერვალი; გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 26 თებერვალი; ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ; პარტნიორი ინსტიტუციის მიერ მონაწილის საბოლოო შერჩევა; დაფინანსების პირობები: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფინანსებს ავიაბილეთებისა და საცხოვრებლის ხარჯებს განსაზღვრული კვოტის ფარგლებში; პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.inha.com/page/main
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონაწილის შერჩევის და საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკის მიღების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტში შპს ''ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი'' განცხადების წარდგენით გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან 24 საათის ვადაში. გისურვებთ წარმატებებს!