რეგისტრაცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17, თებერვალი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განვითარებას, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას.

შეთანხმება ხელს შეუწყობს პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და ინსტიტუციური კავშირების განმტკიცებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.