ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები კოვსარ იბრაჰიმოვა და ვიქტორია დიასამიძე მონაწილეობდნენ HAIDENers Summit 2026-ში, რომელიც ჰელსინკში, Planmeca-ს ოფისში გაიმართა. სამიტი დაეთმო თანამედროვე სტომატოლოგიურ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სიმულაციური სწავლების ინტეგრაციის საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო სტომატოლოგიური კურიკულუმების მომავლის ხედვა, ინოვაციური სასწავლო მოდელები და გლობალური სტანდარტების შესაბამისი განათლების განვითარების გზები. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ დისკუსიებში, გაეცნენ ფინური სტომატოლოგიური ტექნიკისა და ციფრული სამედიცინო მოწყობილობების წარმოების პროცესს და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებულ თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკებს. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიული განვითარების, გლობალური ხედვის ჩამოყალიბებისა და ინოვაციურ გარემოში გამოცდილების მიღებას.