რეგისტრაცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

05, მარტი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას მიკრობიოლოგიისა და ბიომედიცინის მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება და სტუდენტებისა და მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისწრაფებას გააძლიეროს სამეცნიერო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინოვაციური კვლევების განვითარებას.