თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციისა (MDLM) და ი. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება აკრედიტებული საერთაშორისო კონფერენცია - „ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, რომლებიც ისაუბრებენ სამედიცინო განათლების განვითარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით წარდგება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი, რომელიც განიხილავს ლაბორატორიული მედიცინის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და კლინიკურ პრაქტიკაში მისი ეფექტიანი ინტეგრაციის საკითხებს. კონფერენცია გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო სპეციალისტებს და შექმნის მნიშვნელოვან აკადემიურ პლატფორმას ლაბორატორიული მედიცინის განათლების, კვლევის და კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის. კონფერენციაზე დასწრების
მსურველებმა გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია 👉 https://lnkd.in/dbsGvZYt