21 მარტს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ცნობიერების ამაღლების კამპანია. აღნიშნული დღე ყოველწლიურად წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის, ინკლუზიის გაძლიერებისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვისთვის.
ინიციატივაში აქტიურად იყვნენ ჩართული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სიმბოლურ და ინტერაქციულ აქტივობებში. წლევანდელი გზავნილი - Together Against Loneliness - უსვამს ხაზს ურთიერთკავშირის, თანადგომისა და ემპათიის მნიშვნელობას.