თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის და ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: „ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“ ღონისძიება გაიხსნა მისასალმებელი სიტყვებით, რომლებიც წარმოთქვეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ირინე იმერლიშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამედიცინო განათლების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
კონფერენციის ფარგლებში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა, წარადგინა მოხსენება ლაბორატორიული მედიცინის სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მისი ეფექტიანი ინტეგრაციის შესახებ კლინიკურ პრაქტიკაში. კონფერენცია წარმოადგენდა მნიშვნელოვან აკადემიურ პლატფორმას, რომელმაც გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები ლაბორატორიული მედიცინის განათლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის აქტუალური საკითხების განსახილველად.