2026 წლის 24–27 მარტს, სლოვენიაში, ქალაქ კოპერში, Erasmus+ CBHE პროექტის - LEADHEGA (Leadership Development in Higher Education in Georgia and Azerbaijan) ფარგლებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი და პროექტის სამუშაო შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები - თეა მიქელაძე და გიორგი ცხვედიანი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი - ელისაბედ დიასამიძე. ღონისძიებას მასპინძლობდა EMUNI-ს უნივერსიტეტი და აერთიანებდა პარტნიორი ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოდან, ირლანდიიდან, მალტიდან, აზერბაიჯანიდან და სლოვენიიდან. ვიზიტი მოიცავდა კვლევით სემინარებსა და თემატურ დისკუსიებს უმაღლესი განათლების სფეროში ლიდერობის თანამედროვე გამოწვევებზე.
ასევე წარმოდგენილი იყო ლიდერობის განვითარების მოდულები, მიღწეული პროგრესის შეფასება და განხორციელდა გამოცდილების გაცვლა პროგრამის პილოტირების პროცესთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ IEDC – Bled School of Management-ისა და CEEMAN-ის ლიდერობის პროგრამებს და მათ გამოცდილებას პროფესიული და ლიდერული უნარების განვითარების მიმართულებით. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას და გლობალური ქსელის გაძლიერებას.