რეგისტრაცია

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

08, იანვარი 2018

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმ“-ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის №10 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია, სარეზიდენტო პროგრამაში „გადაუდებელი მედიცინა“.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე.  „გადაუდებელი მედიცინა“ – 4 ადგილი.

რეზიდენტობის, დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით)  განცხადების ფორმა
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;
  4. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;
  5. ავტობიოგრაფია (CV);
  6. ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ორი ცალი);
  7. ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი( ინგლისური ენის სერტიფიკატის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება  ინგლისურ ენაში);
  8. სამოტივაციო წერილი.

      *ნაბეჭდი ვერსიის გარდა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას     ელექტრონული ვერსიის სახით ჩაწერილი CD-ზე.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

რეზიდენტურაში  მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

  1. საბუთების მიღება: 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გენ. ა. აბაშიძის ქ. №14/ გენ. ა. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა. სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ შენობა (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან) მეორე სართული, ოთახი № 138, ან ელექტრონული სახით შემდეგ  მისამართზე: info@bauinternational.edu.ge.
  2. საბუთების გადარჩევა: 2018 წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით;
  3. გასაუბრება: 2018 წლის 22 -24 თებერვალი;
  4. შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 27 თებერვალი. (შედეგები გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულზე, საინფორმაციო დაფაზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://bauinternational.edu.ge/.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლა არის უფასო და გრძელდება 3 (სამი) წელი. სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს BAU-ს მიერ აფილირებულ კლინიკაში დასაქმება და კლინიკურ პრაქტიკაზე (კურაციებზე) სტუდენტების ზედამხედველობა შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.