რეგისტრაცია

ღია კარის დღე

16, აპრილი 2026

ძვირფასო აბიტურიენტებო, 25-26 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღის ღონისძიებაზე.

ღონისძიების ფარგლებში თქვენ შეძლებთ:

* მიიღოთ სრული ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტზე;

* გაეცნოთ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებს;

* გაეცნოთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;

* მიიღებთ ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე;

* დაესწროთ კლინიკური სიმულაციის დემონსტრაციას;

* მოისმინოთ საჯარო ლექცია რეალური სასწავლო პროცესის ატმოსფეროში.

ღონისძიება უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება და მისი დაწყების დროა 13:00 საათი.

ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ და ავტობუსები გამოვა შემდეგი ლოკაციებიდან:

👉დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის:

* ქუთაისი – ავტობუსის გასვლის დრო: 11:00 საათი

* ზუგდიდი – ავტობუსის გასვლის დრო: 11:30 საათი

👉აჭარის რეგიონებისთვის:

* ქობულეთი – ავტობუსის გასვლის დრო: 12:00 საათი

* ბათუმი – ავტობუსის გასვლის დრო: 12:30 საათი დამატებითი ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ.

🔗 დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTayqjEK-MZcHxB6qVmiGTwCIogPYZud-m7JLcchH8FRk92A/viewform?usp=header