ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 11 მაისს, 20:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, Microsoft Teams პლატფორმის საშუალებით. ღია კარის დღის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
* საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკა
* განათლების ადმინისტრირება
ღია კარის დღე მიზნად ისახავს დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტში მოქმედი სამაგისტრო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
* საუნივერსიტეტო სტუდენტური სერვისები;
* სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პირობები, მათ შორის მისაღები გამოცდის ფორმატი და თემატიკა;
* სამაგისტრო პროგრამების შინაარსი. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პრეზენტაციებისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ პროგრამების ხელმძღვანელებს, ასევე ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.
სწავლების ენა:
ქართული ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: