3-5 მაისს თბილისში, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი - GAACI meets WAO, რომელშიც ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის 15 სტუდენტი უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მონაწილეობდა. კონგრესი აერთიანებდა ალერგოლოგიის, იმუნოლოგიის, პულმონოლოგიისა და დაკავშირებული დარგების საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მონაწილეებს უზიარებდნენ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და კლინიკური პრაქტიკის უახლეს მიდგომებს.
სტუდენტებისთვის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციისთვის. მონაწილეები დაესწრნენ სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმსა და სიმპოზიუმს, სადაც გაეცნენ დარგის თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ სამედიცინო მიდგომებს. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტებისთვის მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობების მხარდაჭერას, რაც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე სამედიცინო განათლების გაძლიერებას ემსახურება.