რეგისტრაცია

საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ღონისძიება

08, მაისი 2026

11 მაისს, მსოფლიო ღრძილების ჯანმრთელობის დღის ფარგლებში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ღონისძიებას, რომლის მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესორი ნინო ჩემინავა ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „Oral-Systemic Connection: Why Gum Health Matters“ ლექციის განმავლობაში განხილული იქნება ღრძილების ჯანმრთელობის გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე და თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებული მნიშვნელოვანი კლინიკური ასპექტები. ლექციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო სტომატოლოგიური შემოწმებით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა