ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლისათვის. დაფინანსების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 მაისიდან 2026 წლის 16 ივნისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2026 წლის 20 ივნისამდე.
კონკურსისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საგრანტო კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილში. კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge გისურვებთ წარმატებებს!