ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო განათლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში - NAFSA 2026 Annual Conference & Expo, რომელიც იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში. NAFSA წარმოადგენს წამყვან პროფესიულ ასოციაციასა და საერთაშორისო პლატფორმას განათლებისა და აკადემიური თანამშრომლობის სფეროში, რომელიც ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში აერთიანებს ათასობით პროფესიონალს, უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში ინსტიტუციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროფესიულ შეხვედრებში, დისკუსიებსა და აქტივობებში, რომლებიც ორიენტირებულია გლობალური პარტნიორობის განვითარებასა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას, პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.