რეგისტრაცია

Erasmus+ საერთაშორისო სტაფ მობილობა

29, მაისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტი მანონი ჯაფარიძე Erasmus+ საერთაშორისო სტაფ მობილობის ფარგლებში ეწვია რუმინეთში ოპერირებად ვასილ გოლდის სახელობის უნივერსიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. სტაფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების განვითარებას, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.