რეგისტრაცია

სასკოლო ოლიმპიადა 2026

02, ივნისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა თაობის აკადემიური მოტივაციის ამაღლების, სკოლებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოტივირებული მოსწავლეების წახალისების მიზნით, იწყებს ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადა 2026-ზე რეგისტრაციას. ღონისძიება ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში და მოიცავს საგნობრივ ტესტირებას შემდეგ საბუნებისმეტყველო საგნებში:

* ბიოლოგია

* ქიმია

* ფიზიკა

* მათემატიკა

მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცადონ თავიანთი აკადემიური უნარები კონკურენტულ გარემოში, გაიღრმავონ საგნობრივი კომპეტენციები და გაეცნონ თანამედროვე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო სივრცეს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

* I ადგილი – 1500 ლარი

* II ადგილი – 1200 ლარი

* III ადგილი – 900 ლარი

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 ივნისიდან 25 ივნისის 18:00 საათამდე. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/PEgey8XY8tyiQyGR7 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: student.affairs@bauinternational.edu.ge