რეგისტრაცია

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღე

15, ივნისი 2026

13 ივნისს, სისხლის დონაციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა სისხლის დონაციის კამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წითელ ჯვართან და სისხლის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ინიციატივის მიზანი იყო საზოგადოებაში სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის პოპულარიზაცია, სიცოცხლის გადარჩენის კულტურის ხელშეწყობა და იმ პაციენტების მხარდაჭერა, რომელთაც სისხლის მუდმივი მარაგი სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერისადმი ერთგულება. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისთვის.