რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაციის (European Federation of Education Employers – EFEE) პრემიუმ წევრი.

16, ივნისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაციის (European Federation of Education Employers – EFEE) პრემიუმ წევრი. EFEE წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს განათლების სფეროს დამსაქმებლებსა და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს, ხელს უწყობს ხარისხიანი, ინკლუზიური და ინოვაციური განათლების სისტემების განვითარებას და ქმნის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და განათლების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის პლატფორმას.

გაწევრიანება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს ევროპულ საგანმანათლებლო ქსელში, გააფართოოს საერთაშორისო პარტნიორობები და გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტი მზად არის აქტიური წვლილი შეიტანოს EFEE-ს საქმიანობაში და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნას ახალი შესაძლებლობები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.