რეგისტრაცია

საერთაშორისო ღონისძიება - SESAM 2026 Annual Meeting

19, ივნისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნინო კასრაძე, მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში - SESAM 2026 Annual Meeting, რომელიც 17-19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმართება. კონგრესი აერთიანებს სამედიცინო განათლების, კლინიკური სიმულაციის, შეფასებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე ტენდენციები, ასევე ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები.

პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, ვორქშოფებსა და დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სტუდენტთა კლინიკური კომპეტენციების შეფასება, პაციენტის უსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში. საერთაშორისო პროფესიულ ფორუმებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განავითაროს სწავლებისა და შეფასების პრაქტიკა და უზრუნველყოს სამედიცინო განათლების მაღალი ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.