26–27 ივნისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული უსაფრთხოების, დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები.
ღონისძიებამ გააერთიანა დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერები: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვოლქან დემირჯანი, ანადოლუს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი ნადირ ქუჩუქი, კრეტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დამილაკისი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენელი ჟენია ვასილევა, აგრეთვე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება. წარმოდგენილმა მოხსენებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცოდნის გაზიარების, პროფესიული გამოცდილების გაცვლისა და დარგში თანამედროვე გამოწვევების გააზრების პროცესში.