რეგისტრაცია

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესი

16, ივლისი 2026

10–11 ივლისს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) მონაწილეობდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესში, რომლის მთავარი თემა იყო „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია“ (Special Care Dentistry) – მიმართულება, რომელიც თანამედროვე, ინკლუზიური სტომატოლოგიური მომსახურებისა და კლინიკური პრაქტიკის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

ორდღიანი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა აშშ-დან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან კონგრესის მონაწილეებს უახლესი კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე კვლევები და ინოვაციური მიდგომები გაუზიარეს. მსგავს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს უწყობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე სტომატოლოგიური განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას.