2015 წლის 15-19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 30 ზე მეტი უნივერსიტეტი დიდი ბრიტანითიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩრდილოეთ კვიპროსიდან, თურქეთიდან და ასევე 20-ზე მეტი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე სააგენტო 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. სემინარს ასევე ესწრებოდა ბაუ გლობალის წევრი უნივერსიტეტები და ენის სკოლები, მათ შორის ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა დამყარდა სააგენტოებთან. ასევე გაიმართა პრეზენტაციები, რომლის დროსაც ბაუ გლობალის წევრმა უნივერსიტეტებმა სააგენტოებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა, მათი პრეროგატივები და უპირატესობები. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აგენტების განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია უნივერისტეტის პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრისათვის, ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და არსებულის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ბაუ გლობალი წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 4 სხვადასხვა უნივერისტეტს, 5 საუნივერსიტეტო კამპუსს და 2 ენის სკოლას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაუ გლობალის ახლადდაარსებული წევრია, რომელიც საერთაშორისო დონის სამედიცინო განათლებას სთავაზობს საქართველოს და ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს.