რეგისტრაცია

განათლების ადმინისტრირების პროგრამა

მისია

ცოდნის ტრანსფერის, უნარების შეძენისა და ღირებულებათა განვითარების გარემოს შექმნა ინდივიდის საგანმანათლებლო ლიდერად ტრანსფორმაციისთვის

პროგრამის მიზნები

განათლების ადმინისტრირების პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მართონ საგანმანათლებლო ინსტიტუციები სხვადასხვა დონეზე. პროგრამა აღჭურავს კურსდამთავრებულებს განათლების, როგორც საჯარო ინსტიტუტის ევოლუციის, მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეგულაციების გავლენისა და განათლების მართვის სირთულეების სიღრმისეული გააზრებით, სტრატეგიული პოლიტიკების შემუშავებიდან ინსტიტუციონალურ ადმინისტრირებამდე. 

თანამედროვე ლიდერობის თეორიების პრაქტიკულ აპლიკაციებთან ინტეგრაციითა და სინთეზით, სტუდენტები ისწავლიან ორგანიზაციულ გამოწვევებზე რეაგირების, პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის განვითარებისა და განათლების მდგრადი განვითარებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების განხორციელებას.

პროგრამის აქცენტია კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, რაც მოამზადებს კურსდამთავრებულებს კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, კურიკულუმები და შეფასების სისტემები. პროგრამა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების, ეთიკურ გამოყენებას ადმინისტრირებასა და საგანმანათლებლო პროცესში. 

პროგრამა ავითარებს აკადემიური, ეთიკური და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას, მისი კურსდამთავრებულის მიერ განათლებაში ლიდერული როლების შესასრულებლად, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის. 

თეორიული ცოდნის ანალიზის, რეალური პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის სინერგია განაპირობებს პროგრამის კურსდამთავრებულების მიმართ მოლოდინს - განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები განათლების ადმინისტრირებაში ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

პროგრამის აღწერა

საფეხური:

მაგისტრატურა

 

უმაღლესი განათლების II საფეხური

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე

მიმართულება

ფართო სფერო:     განათლება [01]

 

   ვიწრო სფერო:  ინტერდისციპლინარული [018]

   დეტალური სფერო: განათლების ადმინისტრირება [0188.2.1]

 

   იუნესკოს განათლების კლასიფიკატორი: ISCED-F 0188

აკადემიური დატვირთვა

120 ECTS კრედიტი

 

    3600 აკადემიური საათი

          2 აკადემიური წელი

          4 აკადემიური სემესტრი

          1 ECTS კრედიტი = 30 აკადემიურ საათს

მისანიჭებელი ხარისხი

განათლების ადმინისტრირების მაგისტრი

Master of Education Administration

სტრუქტურა

104 ECTS  -  სავალდებულო კომპონენტი

 

     23 ECTS - განათლების სისტემა

     26 ECTS - საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება

     24 ECTS - საგანმანათლებლო ინსტიტუციის  ადმინისტრირება

     31 ECTS - განათლების კვლევა

16 ECTS არჩევითი კომპონენტი

სწავლების ენა

ქართული

 

   სასწავლო კურსების და მასალების ნაწილი წარმოდგენილია   

   ინგლისურ ენაზე

აკრედიტაცია

აკრედიტაციის პროცესში

შესაბამისობის დოკუმენტები

განათლების ადმინისტრირების დარგობრივი მახასიათებელი

განათლების ინტერდისციპლინარული უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო

     2024 წლის 11 მარტის MES 6 24 0000290536  ბრძანება

 

 

ხელმძღვანელი

გიორგი ცხვედიანი

 

პროგრამის ამოცანები

ანალიტიკური და ლიდერული კომპეტენციების განვითარება

  • კურსდამთავრებულებისთვის საგანმანათლებლო პოლიტიკის, მართვის სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული პროცესების კრიტიკული ანალიზის უნარის ფორმირება სხვადასხვა დონეზე (გლობალური, ეროვნული, ინსტიტუციური).
  • სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება განათლების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებზე დაყრდნობით.

საგანმანათლებლო ლიდერობის, მართვის, ადმინისტრირების უნარების განვითარება

  • საგანმანათლებლო პროფესიონალების მომზადება თანამედროვე ლიდერობის მიდგომებით განვითარებისა და პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის უზრუნველსაყოფად.
  • განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციის შიდა და გარე გამოწვევების შესატყვისი, ადექვატური სტრატეგიების შემუშავების უნარის განვითარება

მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება

  • კომპეტენციების გამომუშავება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარების, აკადემიური სტანდარტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის ნაწილში. 
  • ინოვაციებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების კულტურის განვითარება 

განათლების ადმინისტრირებაში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესწავლა

  • თანამედროვე საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება საგანმანათლებლო პროცესში, ინსტიტუციური მართვასა და შეფასებაში
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების წარმართვის უნარის შეძენა

ეთიკური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა

  • ეთიკური ლიდერობის მიდგომის წახალისება, განათლების საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე სოციალურ სამართლიანობაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე გავლენის გაცნობიერებით.
  • პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება საგანმანათლებლო ინსტიტუციის საქმიანობისა და   საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკებში, აკადემიაში AI-ის გამოყენების ეთიკის ღირებულებების ფორმირება.

 

პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა ითვალისწინებს 104 ECTS კრედიტს სავალდებულო და არანაკლებ 16 ECTS კრედიტს არჩევითი კომპონენტის გავლას 4 აკადემიური სემესტრის განმავლობაში

განათლების ადმინისტრირების სფეროს ინტერდისციპლინარული და მრავალმხრივი ბუნების შესატყვისად, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ახდენს სხვადასხვა მიმართულების - პედაგოგიკის ფსიქოლოგიის, დიდაქტიკის, ეკონომიკის, მართვისა და ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიის, დარგობრივი და დარგთაშორისი გამოწვევების, თეორიის პრაქტიკისა და კვლევის, სინერგიას, არა სხვადასხვა მიმართულების სასწავლო დისციპლინების პარალელურად შეთავაზებით, არამედ მათი ურთიერთკავშირის გაცნობიერებით განათლების ადმინისტრატორის პროფესიულ პროფილში

განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს:

  • განათლების სისტემის ბლოკს, რომელიც განისაზღვრება განათლების სისტემების შედარებითი ანალიზის, განათლების პოლიტიკის, ეკონომიკური ზემოქმედებებისა და სამართლებრივი რეგულირების შემსწავლელ კურსებით. ცოდნის გაღრმავება აღნიშნულ მიმართულებაში შესაძლებელია განათლების, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო კომპონენტის, გლობალური განათლების, განათლების ფილოსოფიისა და განათლების სოციოლოგიის კურსებით.
  • საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირების ბლოკს რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიის და განათლების თეორიის, კურიკულუმის დიზაინის, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტებს. ხაზგასმულია საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით. 
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირების ბლოკს რომელიც მოიცავს ორგანიზაციული ლიდერობის, მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების დაუფლებას, ასევე პრაქტიკაში რეალურ პროფესიულ გარემოსთან არსებული ცოდნის, ანალიზისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარების გამოყენების რეალური ორგანიზაციის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და განვითარების პროექტის შემუშავებაში. 
  • განათლების კვლევის ბლოკს, რომელიც დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი მეთოდების გამოყენების შესწავლას, ასევე აკადემიური და სამეცნიერო კომუნიკაციის ფორმების გამოყენების შესწავლას უზრუნველყოფს და ტარდება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელებული კვლევის შედეგად სამაგისტრო ნაშრომის შემუშავებითა და დაცვით. 

 

 სავალდებულო კომპონენტი

            განათლების სისტემები

განათლების სისტემების სტრუქტურა

                                განათლების პოლიტიკა

                                ფინანსები განათლებაში

                                განათლების რეგულირება

                                განათლების გლობალიზაცია

            საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება

განათლების ფსიქოლოგია

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

                                სწავლების თანამედროვე მეთოდები

                                ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში

                                განათლება 4.0: AI და ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში

            საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირება 

                                ლიდერობა განათლებაში

                                განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

                                სამაგისტრო პროექტი 

განათლების კვლევა

                სამეცნიერო წერა და წყაროების ანალიზი

                კვლევის მეთოდები განათლებაში

                სამაგისტრო თეზისი

 

არჩევითი კომპონენტი

განათლების სისტემები
კარგი განათლება - თეორია, დებატები, პერსპექტივები

თანასწორობა განათლებაში

პარტნიორობა განათლებაში

განათლება მდგრადი განვითარებისთვის

უწყვეტი განათლებისა და ტრენინგების პოლიტიკა

განათლების სოციოლოგია

            საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება

ტრენინგის დიზაინი და მართვა

სკოლამდელი განათლების თავისებურებები

პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა

ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები      

ინკლუზიური განათლება

ზრდასრულთა განათლება

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტრატეგიები საგანმანათლებლო გარემოსთვის

            საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირება 

                                საგანმანათლებლო პროექტების მართვა

                                AI საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში

განათლება და მეწარმეონა

სტარტაპ განათლება

ორგანიზაციული ქცევა

ბრენდინგი და მარკეტინგი განათლებაში

პრაქტიკა საგანმანათლებლო ინსტიტუციაში

კვლევითი კომპონენტი

                აკადემიური ნაშრომიდან - სამეცნიერო ინფლუენსერამდე

 

ოდი

კომპონენტი

ECTS

წინაპირობა

 I  სემესტრი

II სემესტრი

III სემესტრი

IV  სემესტრი

ED1001

განათლების სისტემები და სტრუქტურა

5

-

5

 

 

 

ED1003

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

5

-

5

 

 

 

ED1005

ლიდერობა განათლებაში

4

-

4

 

 

 

ED1007

საგანმანათლებლო ინსტიტუციის მართვა

6

-

6

 

 

 

ED1009

განათლების ფსიქოლოგია

4

-

4

 

 

 

ED1011

კვლევის მეთოდები განათლებაში

6

-

6

 

 

 

ED1002

განათლების პოლიტიკა

6

ED1001

 

6

 

 

ED1004

სწავლების თანამედროვე მეთოდები

6

-

 

6

 

 

ED1006

განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები

5

ED1003

 

5

 

 

ED1008

სამეცნიერო წერა და წყაროების ანალიზი

5

-

 

5

 

 

ED3XXX

არჩევითი ბლოკი

8

 

 

8

 

 

ED2001

ფინანსები განათლებაში

4

ED1002

 

 

4

 

ED2003

განათლების რეგულირება

5

ED1001

 

 

5

 

ED2005

განათლების გლობალიზაცია

3

ED1001

 

 

3

 

ED2007

ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში

6

ED1003

 

 

6

 

ED2009

განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

4

ED1005

 

 

4

 

ED3XXX

არჩევითი ბლოკი

8

 

 

 

8

 

ED2002

სამაგისტრო პროექტი

10

ED1005

ED1007

 

 

 

10

ED2004

სამაგისტრო თეზისი

20

ED1011

ED1004

 

 

 

20

 

 

ECTS

30

30

30

30

 

კურსების კატალოგი

განათლების სისტემების სტრუქტურა

კურსი მოიცავს განათლების სისტემების, მათი სტრუქტურებისა და მოდელების ანალიზს სხვადასხვა ეროვნულ და ისტორიულ კონტექსტში. სტუდენტები გაეცნობიან განათლების სისტემის ფუნქციებს, შედარებითი განათლების თეორიებსა და მეთოდებს, სისტემის ჰარმონიზაციის პროცესებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკის მართვის დინამიკებს. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი საქართველოსა და პოსტ-საბჭოთა საგანმანათლებლო სივრცეზე. კურსში განიხილება როგორც სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მოდელები და მათი განვითარება თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

განათლების პოლიტიკა

კურსი მოიცავს  განათლების პოლიტიკის ძირითადი კონცეფციებისა და განვითარების ისტორიის, განათლების პოლიტიკის თანამედროვე მოდელების, მისი სოციალური გავლენის, პოლიტიკის კვლევისა და მონაცემთა მართვის, თანამედროვე გამოწვევევებისა და საგანგებო სიტუაციებში განათლების პოლიტიკის მართვის ძირითად საკითხებს. კურსი განიხილავს განათლების პოლიტიკის კონცეფციას, ძირითად პრინციპებსა და მმართველობის მექანიზმებს. სტუდენტები შეისწავლიან განათლების პოლიტიკის შექმნის პროცესს, მის გავლენას განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პოლიტიკურ ტენდენციებს. კურსი ფოკუსირებულია განათლების რეფორმებზე, პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტებზე და მათი პრაქტიკულ განხორციელებაზე.

განათლების ფსიქოლოგია

კურსი იხილავს განათლების ფსიქოლოგიის მიზნებს, ამოცანებსა და ფუნდამენტური ცნებებს, რომელიც მნიშნელოვანია გათვალისწინებული იქნას საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, ადმინისტრირებისა და შეფასების დროს.   კურსის ძირითადი ნაწილი ეთმობა განვითარებისა და სწავლის თეორიების განხილვასა და ანალიზს; ასევე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ განსხვავებების აღწერასა და მათი გათვალისწინების აუცილებლობას სწავლების პროცესში; ხაზგასმულია მოტივაციის მნიშვნელობა და მისი ამაღლებისადმი სხვადასხვა მიდგომა და სტრატეგია; კურსის დასკვნითი ნაწილი ეთმობა საკლასო ცხოვრების მართვის, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

სწავლების თანამედროვე მეთოდები

კურსი იკვლევს კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო სტრატეგიებსა და საკლასო მენეჯმენტის ტექნიკებს, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურ სწავლებას. სტუდენტები განიხილავენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიას, მათ შორის პირდაპირ და არაპირდაპირ ინსტრუქციას, თანამშრომლობით სწავლას, თვითმართული სწავლებას და კონსტრუქტივისტულ მიდგომებს. კურსი მოიცავს მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გაკვეთილის დაგეგმვა, ტექნოლოგიების ინტეგრაცია, სტუდენტთა ჩართულობა, შეფასების ტექნიკები და დიფერენცირებული სწავლება, რათა დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი მოსწავლეების საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის რეალურ სასწავლო სიტუაციებში გამოყენებას, რეფლექსიური პრაქტიკისა და პრაქტიკული გაკვეთილების განვითარების შესაძლებლობას. კურსი ამზადებს მომავალ პედაგოგებს დინამიური, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

კურსი უზრუნველყოფს სწავლებასა და სისტემურ მიდგომას კურიკულუმის დიზაინის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესების მართვის სფეროში. სტუდენტები გაიგებენ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვთ პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს კურიკულუმის შექმნისა და მართვის სისტემაში, მათ შორის - სწავლის შედეგების განსაზღვრის, რესურსების მენეჯმენტის, შეფასების მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კურიკულუმის კონცეფციის, მისი მახასიათებლებისა და სტრუქტურის შესახებ. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ უნარები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, პრაქტიკულად განახორციელონ კურიკულუმის დიზაინის პროცესი- სილაბუსის შედგენა და სასწავლო კურსის დაგეგმვა, შექმნან კურსები და შეაფასონ საგანმანათლებლო პროგრამები. კურსი განკუთვნილია მომავალი განათლების ლიდერების მომზადებისთვის, რომლებიც კარგად გაეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს, აკრედიტაციის მოთხოვნებს, აქტუალურ მიდგომებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც დაეხმარება მათ პროგრამების შეფასებასა და გაუმჯობესებაში, ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ ასპექტებზე მუშაობაში.

ფინანსები განათლებაში

კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან განათლების დაფინანსების ტენდენციებს, გამოწვევებს, პრინციპებსა და თეორიულ-პრაქტიკულ კატეგორიებს. გაეცნობიან დაფინანსების ანალიზს, ფინანსური საქმიანობისათვის საჭირო ოპერაციებს; შეძლებენ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაგეგმვას, შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით; შეიმუშავებენ საგანანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური მართვის პროექტს და კურსის ბოლოს წარადგენენ.

განათლების რეგულირება

განათლების რეგულირების სასწავლო კურსი გათვლილია განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სასწავლო კურსი ფოკუსირდება განათლების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე, მოიცავს 15 თემატურ მოდულს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების სფეროდან.  კურსი მიმოიხილავს ადგილობრივ კანონმდებლობას საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებით, უვითარებს სტუდენტს სამართლებრივი ნორმის გაგების და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარებს, აძლევს სიღრმისეულ ცოდნას განათლების სისტემის ყველა საფეხურის - სკოლამდელიდან უმაღლესამდე - რეგულირების შესახებ, განათლების სისტემის რეგულირების ჭრილში აცნობიერებინებს პოლიტიკისა და რეგულირების ურთიერთკავშირს.

განათლების გლობალიზაცი

ეს კურსი ითვალისწინებს გლობალიზაციის ზოგადი კონცეფციების შესწავლას და მათი გავლენის გააზრებას განათლების სისტემებზე, პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მსოფლიო მასშტაბით. განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების (UNESCO, OECD, World Bank) როლი განათლების გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და მათი რეკომენდაციების გავლენა ეროვნულ დონეზე. კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სტუდენტებისა და მასწავლებლების (საუნივერსიტეტო სივრცეში) მობილობაზე, რაც პირდაპირ დაკავშირებულია საგანმანათლებლო პოლიტიკასთან და რეფორმებთან. კურსის მიმდინარეობისას დეტალურად გაანალიზდება საგანმანათლებლო რეფორმები, კულტურული გაცვლა და ციფრული სწავლება როგორც თანამედროვე განათლების გამოწვევები და შესაძლებლობები. კურსი აგებულია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებზე (Research-based learning), სადაც სტუდენტებს მიეცემათ პრაქტიკული ამოცანები გადასაჭრეკად, დაკომპლექტდებიან ჯგუფებად, შეისწავლიან კონკრეტულ საგანმანათლებლო პრობლემებს და კვლევის საფუძველზე შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს არსებული კონკრეტული გამოწვევების ან/და პრობლემების გადასაჭრელად. კურსი ითვალისწინებს ჯგუფურ სამუშაოს, რომლის ფარგლებში სტუდენტები დაკომპლექტდებიან ჯგუფებად და იდეის გარშემო დაიწყებენ კვლევას. შუალედური გამოცდის დროს, ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს შუალედური პრეზენტაცია და კვლევის გეგმა. სემესტრის ბოლოს კი წარადგენენ საბოლოო პრეზენტაციას, რომელშიც აღწერენ ჩატარებულ კვლევას და წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს.

ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში

სასწავლო კურსი ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სიღრმისეულ კვლევაზე განათლებაში, რომელიც მოიცავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტების განხილვას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონტექსტში. კურსი განიხილავს ხარისხის მართვის ძირითად პრინციპებს, მათ შორის Plan-Do-Check-Act (PDCA) და ტოტალური ხარისხის მენეჯმენტს (TQM), ასევე ეხება თანამედროვე ტენდენციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI) QA-ში, დიგიტალიზაცია და სასწავლო კურიკულუმის განვითარების მნიშვნელობა ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის. სტუდენტები გააანალიზებენ ეროვნულ და საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოებს, აქცენტით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე (NCEQE) საქართველოში, გლობალურ მოდელებთან ერთად, როგორიცაა ბოლონიის პროცესი, ENQA, EQAR და OECD გაიდლაინები. კურსი ხაზს უსვამს ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას, მათ შორის ინსტიტუციურ აკრედიტაციას, პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მონიტორინგს და შეფასებას, სტუდენტების უკუკავშირის მნიშვნელობასა და სტრატეგიულ ლიდერობას ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. მთელი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები ჩაერთვებიან სხვადასხვა პრობლემური ქეისების ანალიზში, ხარისხის პოლიტიკისა და ინსტიტუციურ მიმოხილვაში, რათა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი ხედვა იმისა, თუ როგორ მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში. კურსის ბოლოს სტუდენტები აღიჭურვებიან ცოდნითა და უნარებით, რაც აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და ჩარჩოების კრიტიკული შეფასებისთვის, შემუშავებისა და განხორციელებისთვის.

განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები

კურსი იკვლევს ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმების და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას სწავლებასა და სწავლაში. პირველი მოდული ფოკუსირებულია ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოიცავს სწავლის მართვის სისტემებს (LMS), ვიდეო ლექციებს, ინტერაქტიულ პრეზენტაციებს, ერთობლივ სამუშაო პლატფორმებს, ონლაინ კლასის პლატფორმებს და უკუკავშირის შეგროვების ინსტრუმენტებს. სტუდენტები ჩაერთვებიან პრაქტიკულ სესიებში, რათა შეისწავლონ და გამოიყენონ ეს ინსტრუმენტები საგანმანათლებლო გარემოში. მეორე მოდული განიხილავს AI-ს როლს განათლებაში, მათ შორის გენერაციულ AI-ს კონტენტის შესაქმნელად, AI-ზე დაფუძნებული ვიზუალიზაცია, მეტყველების ამოცნობა და ადაპტური სასწავლო პლატფორმები.. პრაქტიკული პრაქტიკისა და ჯგუფური დისკუსიების საშუალებით, სტუდენტებს განუვითარდებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უნარები სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად. კურსი მთავრდება სტრატეგიული სესიით, სადაც სტუდენტები განიხილავენ საგანმანათლებლო მეთოდების ევოლუციას და წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს სამიტის სტილის დისკუსიაში.

ლიდერობა განათლებაში

კურსი უზრუნველყოფს ლიდერობის თეორიების სიღრმისეულ გააზრებას და მათი გამოყენების შესაძლებლობას განათლების სფეროში. მაგისტრანტები შეისწავლიან ლიდერობის სხვადასხვა მოდელებს, მათ როლს პოლიტიკის შემუშავებაში, სასწავლო პროცესის მართვაში და ინსტიტუციურ ცვლილებებში. კურსი დაეხმარება სტუდენტებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენებაში, რათა უზრუნველყონ საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება. კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ინკლუზიური და ეთიკური ლიდერობის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს განათლების ყველა მონაწილესთან თანასწორ და ეფექტიან კომუნიკაციას. სტუდენტები შეისწავლიან სტრატეგიულ მიდგომებს გუნდური მუშაობის, კონფლიქტების მართვისა და ცვლილებების განხორციელების პროცესში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად მართონ საგანმანათლებლო ორგანიზაციები და უზრუნველყონ მათი განვითარება.

საგანმანათლებლო ინსტიტუციის მართვა

კურსი განკუთვნილია განათლების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების შესასწავლად. კურსი სტუდენტებს გაუღრმავებს ცოდნას საგანმანათლებლო ორგანიზაციების სტრატეგიული მართვის, ოპერაციული დაგეგმვის, რესურსების ეფექტიანი მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდება საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ, ფინანსურ და ადამიანური რესურსების მართვის ასპექტებზე, რაც უზრუნველყოფს ინსტიტუციური მდგრადობისა და განვითარების ხელშეწყობას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება მართვის თანამედროვე მიდგომები, ლიდერობის სტრატეგიები და განათლების მართვაში გამოყენებული ტექნოლოგიები. სტუდენტები შეისწავლიან, როგორ შეიძლება ეფექტიანად წარიმართოს სასწავლო დაწესებულებების ოპერაციული პროცესები, როგორ ხდება ცვლილებების მართვა და როგორია მენეჯმენტის როლი ხარისხის უზრუნველყოფაში.  სასწავლო კურსი მოიცავს განათლების მართვის მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს საგანმანათლებლო სისტემის, მისი სტრუქტურის, საგანანათლებლო დაწესებულებების მართვისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

კურსის ფარგლებში მაგისტრანტი შეძლებს, თეორიულ-პრაქტიკული პერსპექტივიდან გაიაზროს ინტერკულტურულ გარემოში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. კურსის ფარგლებში, მაგისტრანტი იმუშავებს როგორც სკოლამდელი, ისე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გაიაზრებს კულტურული მრავალფეროვნების, ინტერკულტურული კონტექსტის თეორიულ-პრაქტიულ შინაარსს, ინტერკულტურულ გარემოში განათლების დემოკრატიული მართვის პრინციპებს ნებისმიერი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, განათლების დემოკრატიული მართვის თეორიულ საფუძვლებს, მოდელებს, ტიპებსა და ნორმატიულ ბაზას,განათლების დემოკრატიული მართვის მნიშვნელობას.

სამეცნიერო წერა და წყაროების ანალიზი/h3>

კურსი წარმოადგენს სამეცნიერო წერისა და ანალიზის პრინციპებისა და პრაქტიკის შესავალს, რაც აუცილებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად. სტუდენტები განავითარებენ კვლევითი კითხვების ფორმულირების, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის, სამეცნიერო დოკუმენტების სტრუქტურირების, შესაბამისი წერის სტილის გამოყენებისა და მონაცემთა კრიტიკული ანალიზის აუცილებელ უნარებს. კურსი ხაზს უსვამს სიცხადეს, სიზუსტეს, ეთიკურ ასპექტებს სამეცნიერო კომუნიკაციაში და საგრანტო წინადადებების წერის საფუძვლებს.

კვლევის მეთოდები განათლებაში

კურსი მოიცავს განათლების კვლევის მეთოდების საფუძვლებს, აქცენტს აკეთებს როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ მიდგომებზე. სტუდენტები შეისწავლიან კვლევის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას კურსი მიმოიხილავს კვლევის პროცესის ძირითად საფეხურებს, მათ შორის კვლევითი კითხვების ფორმულირებას, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას, მეთოდოლოგიის შერჩევას და მონაცემთა ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოქმედებითი კვლევისა და ეთნოგრაფიული მეთოდების გამოყენებას, ასევე, კვლევის როლს საგანმანათლებლო პოლიტიკასა და პრაქტიკებში. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შერწყმით, სტუდენტები შეძლებენ კრიტიკულად შეაფასონ კვლევის სანდოობა, ობიექტურობა და ეთიკური ასპექტები.

სამაგისტრო პროექტი

პროექტი შესაძლებლობას აძლევს მაგისტრანტს შეიძინოს აკადემიურ გარემოში მოპოვებული ცოდნისა და უნარების   პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, სრულად გააცნობიეროს დარგის სპეციფიკა და მნიშვნელობა,  ბოლომდე გაითავისოს არჩეული პროფესიის არსი და დანიშნულება, გამოიყენოს თეორიული ცოდნა პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად, რეალურ პროფესიულ გარემოზე დაკვირვებით, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების შედეგად შეიმუშავოს და უნივერსიტეტსა და პოტენციურ დამსაქმებელს წარმოუდგინოს ხედვა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ვიწრო სფეროს სრულყოფისა და განვითარების მიმართულებით.პროექტის შესრულება სტუდენტის არჩევით ხდება სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მაგისტრანტებიო ეცნობიან საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, გაეცნობიან მისი მართვისა და რეგულირების ასპექტებს და შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში აპლიკაციის, შეგროვებული მტკიცებულებების ანალიზის დაკვლევაზე დაფუძნებული საჭიროებების იდენტიფიცირების, საუკეთესო პრაქტიკების ანალიზისა და ორგანიზაციული საჭიროების სინთეზის საფუძელზე შეიმუშავებენ პროექტს საგანმანათლებლო საქმიანობის ადმინისტრირების კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, დაწესებულების სპეციფიკის, რესურსების ხელმისაწვდომობის, გარე და შიდა ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით.

სამაგისტრო თეზისი

პროგრამის სასწავლო კომპონენტების დასრულების შემდეგ, პროგრამის დამამთავრებელ სემესტრში სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომის კომპონენტს, რომელიც მოიცავს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების ბოლო სემესტრის განმავლობაში სამაგისტრო სემინარის შესრულებას, განათლების ადმინისტრირების დარგისთვის აქტუალურ, ვიწრო პრობლემაზე, სამაგისტრო ნაშრომის გეგმის შემუშავებას, კვლევას, ნაშრომის მომზადებასა და სემესტრის ბოლოს - ნაშრომის საჯარო დაცვას. ნაშრომის თემა უნდა შეესაბამებოდეს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობისთვის აქტუალურ მიმართულებებს და მისი შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეალურად ხელმისაწვდომი საინფორმაციო და კვლევის განხორციელების რესურსები

განათლება მდგრადი განვითარებისთვის

კურსი იკვლევს მდგრადი განვითარების კონცეფციას (SD) და მის ინტეგრაციას საგანმანათლებლო სისტემებში. სტუდენტები შეისწავლიან SD-ის სამ მთავარ საყრდენს - სოციალურ, გარემოსდაცვითი და ეკონომიკურ - და მათ შესაბამისობას გლობალურ გამოწვევებთან. კურსი ითვალისწინებს 17 მდგრადი განვითარების მიზნის (SDGs) მიმოხილვას და მათ ურთიერთობას განათლებასთან. შემთხვევის შესწავლისა და ჯგუფური დისკუსიების საშუალებით სტუდენტები გააანალიზებენ, თუ როგორ უწყობენ ხელს საგანმანათლებლო დაწესებულებები SDG-ების მიღწევაში და შეიმუშავებენ სტრატეგიებს საგანმანათლებლო პრაქტიკაში მდგრადობის გასაძლიერებლად./h3>

განათლების სოციოლოგია

განათლების სოციოლოგია შეისწავლის განათლების სისტემების, პროცესებისა და პრაქტიკების სოციალურ კონტექსტს. ეს დისციპლინა განიხილავს, როგორ მოქმედებს საზოგადოება განათლებაზე და როგორ აისახება განათლება სოციალური სტრუქტურების ფორმირებასა და ცვლილებაზე. მთავარი საკითხები: განათლების ფუნქციები საზოგადოებაში – განათლების როლი სოციალიზაციაში, კულტურის გადაცემასა და ეკონომიკურ განვითარებაში. განათლება და სოციალური უთანასწორობა – როგორ განაპირობებს განათლება სოციალური მობილობას ან ასიმეტრიულ შესაძლებლობებს. საგანმანათლებლო ინსტიტუციები და სოციალური სტრუქტურები – სკოლის, უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეების გავლენა საზოგადოებაზე. განათლების პოლიტიკა და რეფორმები – სახელმწიფო პოლიტიკის გავლენა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე. სოციალური კაპიტალი და განათლება – როგორ ზემოქმედებს ოჯახი, სოციალური ქსელები და ეკონომიკური სტატუსი სასწავლო წარმატებაზე

თანასწორობა განათლებაში

კურსის მიზანია თანასწორობის, ინკლლუზიის დანერგვის და ქალთა გაძლიერების შესახებ  ქართულ საგანათლებლო სივრცეში. კურსი ფოკუსირებულია თანასწორობის იდეის განვითარებაზე, ინკლუზიური პოლიტიკის შექმნასა და დამკვიდრებაზე, ლიდერობასა და განათლების მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებაზე. სილაბუსში დეტალურად განხილულია ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას, ლიდერობის განვითარებას და ინსტიტუციური გაუმჯობესების მიღწევას. სტუდენტები შეისწავლიან ინკლუზიური და თანასწორუფლებიანი გარემოს მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სოციალური ბარიერების დაძლევას. განათლების ადმინისტრირება მოიცავს როგორც უმაღლესს, ისე საშუალო განათლებას, რაც განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მაგალითად აჭარის რეგიონი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური მრავალფეროვნებით, რაც პირდაპირ გვავალდებულებს ვუზრუნველვყოთ თანასწორობა და ინკლუზიურობა ყველა სივრცეში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პარტნიორობა განათლებაში

PPP (სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა) განათლებაში არის მმართველობითი მოდელი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას განათლების ინფრასტრუქტურის, მომსახურებებისა და ინოვაციური სასწავლო პროგრამების გასავითარებლად. PPP-ის მთავარი მახასიათებლები განათლებაში: თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის – სახელმწიფო და კერძო კომპანიები ერთობლივად აფინანსებენ, მართავენ ან ავითარებენ საგანმანათლებლო პროექტებს, ფინანსური და ტექნიკური რესურსების გაერთიანება – კერძო სექტორი უზრუნველყოფს ფინანსურ ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს და მენეჯმენტურ ექსპერტიზას, ხოლო სახელმწიფო ინარჩუნებს რეგულაციებისა და განათლების სტანდარტების კონტროლს, გრძელვადიანი ვალდებულებები – PPP პროექტები ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხორციელდება, რაც მათ მდგრადობას უზრუნველყოფს, რისკებისა და სარგებლის განაწილება – სახელმწიფო და კერძო პარტნიორები ურთიერთშეთანხმებით ანაწილებენ ფინანსურ, ოპერაციულ და პოლიტიკურ რისკებს.

უწყვეტი განათლების და ტრენინგების პოლიტიკა

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს უწყვეტი განათლების პრინციპები და ტრენინგების სისტემების მარეგულირებელი პოლიტიკა სხვადასხვა საერთაშორისო კონტექსტში. განათლების პოლიტიკაში მრავალი ინოვაციური მიდგომა, როგორიცაა უნარების განვითარების ჩარჩოები, უნარების ამაღლების ინიციატივები და ციფრული სწავლის სტრატეგიები, ემყარება მოდელებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც სტუდენტები შეისწავლიან კურსის განმავლობაში.  კურსი ეფუძნება ევროპის წარმატებულ პრაქტიკას და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა, დიგიტალიზაციისა და ინკლუზიურობის გამოწვევები, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები და ეროვნული სტრატეგიების შედარებითი ანალიზი. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ ხდება უწყვეტი განათლების პოლიტიკის ფორმირება, განხორციელება და მონიტორინგი ევროკავშირის მასშტაბით და როგორ შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება ადგილობრივ კონტექსტში.

ტრენინგის დიზაინი და მართვა

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას თანამედროვე, ინოვაციური ტრენინგის დიზაინისა და მართვის მეთოდებით, რომლებიც ეყრდნობა პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. კურსი მოიცავს ტრენინგების შექმნის, დანერგვისა და შეფასების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შექმნან ეფექტური, ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესები, გააუმჯობესონ მონაწილეთა ჩართულობა და მიიღონ შედეგები, რომლებიც პირდაპირ აისახება ტრენინგის ეფექტურობაზე.

ზრდასრულთა განათლება

ზრდასრულთა განათლება (Adult Education) არის დისციპლინა, რომელიც ფოკუსირებულია ზრდასრულთა სწავლის პროცესების, მეთოდებისა და სტრატეგიების შესწავლაზე. ეს კურსი განიხილავს ზრდასრულთა განათლების თეორიულ საფუძვლებს, ისტორიულ განვითარებას, პოლიტიკას და პრაქტიკას გლობალურ და ადგილობრივ კონტექსტებში. სტუდენტები შეისწავლიან ზრდასრულთა სწავლის უნიკალურ მახასიათებლებს, მოტივაციის ფაქტორებს და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას განათლების სფეროში.

პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა

პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა არის ინტერდისციპლინარული მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო გამოწვევების პრევენციას. იგი ფოკუსირებულია პრობლემების ადრეულ იდენტიფიკაციასა და ჩარევის სტრატეგიებზე, რათა ხელი შეუწყოს ინდივიდის ჯანმრთელ და წარმატებულ განვითარებას. სასწავლო პროცესის დაგეგმვაში პრევენციული ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დაცვას, სწავლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პედაგოგიური პროცესის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში განხორციელებას. სასწავლო პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები, სტრესი და მოტივაციის დონე. სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ემოციური მხარდაჭერის მექანიზმებს, როგორიცაა სოციალური-ემოციური სწავლება (SEL) და სტრესის მართვის ტექნიკები.

ევროპული ხარისხის უზრუნველყოფა

კურსი განიხილავს უმაღლესი განათლების ხარისხის გარე შეფასების ევროპულ მოდელებსა და ჩარჩოებს, მათ შორის საკვანძო ინსტიტუტებს, პროცესებსა და მექანიზმებს. სტუდენტები შეისწავლიან ESG სტანდარტებს, EQAR-ს, ENQA-ს, EUA-ს (IEP), ESU-ს, EURASHE-ს და ოთხი ევროპული ქვეყნის — ნიდერლანდების, ისლანდიის, სლოვაკეთის და ლიეტუვის — კონკრეტულ შეფასებით სისტემებს. ასევე განიხილება European Approach ერთობლივი პროგრამებისთვის და European Degree Label-ის კონცეფცია.

საგანმანათლებლო ინსტიტუციის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტრატეგიები

>კურსი ითცალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგიების განხილვას საგანმანათლებლო გარემოში. ის აღჭურავს სტუდენტებს ცოდნითა და უნარებით განახორციელონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეყობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო ინსტიტუციებში. კურსის შინაარსი მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ასპექტებს, ჯანმრთელობის ხელშეწყობის განათლების სტრატეგიებს, პრევენციულ ჯანმრთელობის დაცვის ღონისძებებსა და სამუშაო უსაფრთოებას როგორც სტუდენტებსა, ასევე მასწავლებლებისთვის. განათლების, ჯანდაცვისა და ფსიქოლოგიის შორის ურთიერთკავშირის გააზრებით, კურსი შეესატყვისება გლობალური განვითარების მიზნებს ჯანმრთელობის ხელშემწყობი საგანმანათლებლო გარემოს ფორმირებისთვის. 

AI განათლების მართვაში

კურსი დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პრაქტიკულ იმპლემენტაციას უმაღლესი განათლების მენეჯმენტსა და სასწავლო პროცესის დიზაინში. იგი აგებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების (Project-Based Learning) სტრუქტურაზე და გულისხმობს იმგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარებათ აითვისონ თანამედროვე AI ინსტრუმენტები განათლებაში და უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. ასევე კურსის განმავლობაში განიხილება უმაღლესი განათლების მენეჯმენტსა და სწავლებაში AI-ის გამოყენების მიმართულებები, როგორებიცაა: მონაცემთა ანალიზი, პერსონალიზებული სწავლება, ინტელექტუალური ტუტორები, შეფასების ავტომატიზაცია, აკადემიური წარმატების პროგნოზირება, ფაკულტეტის დატვირთვის ოპტიმიზაცია და მმართველობითი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. განსაკუთრებულული ყურადღება დაეთმობა AI-ის ეთიკურ გამოყენებას, სწორი კითხვების მართვასა და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შეფასებას. სტუდენტები ჯგუფებად იმუშავებენ კვლევით პროექტზე, რომელიც მოიცავს AI ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური პრობლემის ან პროცესის გაუმჯობესების სტრატეგიისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ასევე პროექტი უნდა მოიცავდეს გემიფიკაციის ელემენტებს.

საგანმანათლებლო პროექტების მართვა

>საგანმანათლებლო პროექტების მართვის კურსი განკუთვნილია განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავს, მიაწოდოს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა საგანმანათლებლო სფეროში პროექტის მართვის ძირეული კონცეფციების, ტერმინებისა და პროცესების შესახებ. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან, როგორ შექმნან და წარმოადგინონ წარმატებული საგრანტო განაცხადები, როგორ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტის აქტივობები, დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს და დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებას და თეორიული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებას.

ორგანიზაციული ქცევა

კურსი ფოკუსირებულია ორგანიზაციებში ინდივიდებისა და ჯგუფების ქცევის შესწავლაზე. იგი აერთიანებს მენეჯმენტის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის პრინციპებს, რათა დაეხმაროს სტუდენტებს ორგანიზაციული დინამიკის უკეთ გაგებაში და ეფექტური მენეჯმენტისა და ლიდერობის უნარების სრულყოფაში, საგანმანათლებლო დაწესებულების კონტექსტში

პრაქტიკა საგანმანათლებლო ინსტიტუციაში

პროექტი შესაძლებლობას აძლევს მაგისტრანტს დაინახოს აკადემიურ გარემოში მოპოვებული ცოდნისა და უნარების  პრაქტიკულ გარემოში აპლიკაციის მაგალითები, რეალური საგანმანათლებლო დაწესებულების ოპერირების ყოველდღიურ პროცესებში ჩართვით. რეალურ პროფესიულ გარემოზე დაკვირვებით, სტუდენტი აკავშირებს თეორიული კონცეფციების პრაქტიკაში რეალიზების გამოწვევებს და შემთხვევის ანალიზზე დაფუძნებული სწავლით ადგენს როგორც სფეროს განვითარების, ასევე საკუთარი ცოდნისა და პროფესიული პროფილის სრულყოფის მიმართულებით.  პრაქტიკის გავლა სტუდენტის არჩევით ხდება სკოლამდელი და ადრეული განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მაგისტრანტები ეცნობიან საგანმანათლებლო დაწესებულების არჩეული სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, გაეცნობიან მისი ყოველდღიური ოპერაციის თავისებურებებს, შეასრულებელ პროფესიულ ამოცანებს, ჩაერთვებიან საგანმანათლებლო საზოგადოების წევრებთან პროფესიულ კომუნიკაციაში და გაიაზრებენ თეორიული ცოდნის პროფესიულ გარემოსთან დაკავშირების გამოწვევებს.

განათლება და მეწარმეობა

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს განათლებისა და მეწარმეობის გადაკვეთის არეალები, სადაც განათლება არა მხოლოდ ცოდნის გადაცემის, არამედ ინოვაციის, პრობლემის გადაჭრის და ღირებულებების შექმნის პროცესად განიხილება. კურსში წარმოდგენილია, როგორ შეუძლია საგანმანათლებლო სივრცეს გახდეს მეწარმეობრივი აზროვნებისა და მოქმედების სტიმულატორი – იქნება ეს სტარტაპის შექმნა, სოციალური ინიციატივის დაწყება თუ ინოვაციური სწავლების მოდელის შექმნა. კურსი დაფუძნებულია პროექტზე ორიენტირებულ, სტუდენტზე მორგებულ და ინოვაციურ სწავლების მეთოდებზე, სადაც გამოიყენება Design Thinking და Business Model Canvas (BMC). სტუდენტები იმუშავებენ რეალურ (real world challenge) ან სიმულირებულ საგანმანათლებლო პრობლემაზე, შეიმუშავებენ სტრატეგიული გადაწყვეტის გზებს და საბოლოოდ წარადგენენ საკუთარ ინიციატივას, როგორც განათლებაზე დაფუძნებულ მეწარმეობრივ პროექტს. ასევე, კურსის ფარგლებში განიხილება მდგრადი განვითარების მიზანი № 4 (SDG 4 – ხარისხიანი განათლება), თუ როგორ უკავშირდება განათლებაზე დაფუძნებული მეწარმეობა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, ინკლუზიურობის და უწყვეტი სწავლის იდეებს. სტუდენტები გააანალიზებენ, როგორ შეიძლება შექმნან სტარტაპი ან ინიციატივა, რომელიც რეალურად უწყობს ხელს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და განვითარების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

სტარტაპ განათლება

კურსი მიზნად ისახავს შეისწავლოს მეწარმეობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქცენტით როგორც თეორიულ კონცეფციებზე, ასევე პრაქტიკულ გამოყენებაზე. სტუდენტები გაეცნობიან, თუ როგორ გააერთიანონ მეწარმეობა უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო გეგმებში, მართონ სტარტაპ ეკოსისტემები, განავითარონ და დაადასტურონ სამეწარმეო იდეები და გააანალიზონ ბაზრის ტენდენციები. კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს განავითარონ საკუთარი საგანმანათლებლო სტარტაპი, ფოკუსირებული რეალურ სამყაროში სამეწარმეო გამოწვევებზე. სტუდენტებს ასევე განუვითარდებათ სამეწარმეო იდეების დაინტერესებული მხარეებისა და ინვესტორების წინაშე წარდგენის უნარები.

აკადემიური წერიდან - მეცნიერ-ინფლუენსერობამდე

კურსი სტუდენტებს აძლევს ყოვლისმომცველ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს სამეცნიერო კვლევების დისემინაციისთვის როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ აუდიტორიაში. იგი მოიცავს კვლევის გავრცელების როლს სამეცნიერო პროგრესში, კარიერულ განვითარებასა და საზოგადოების ჩართულობაში. სტუდენტები შეისწავლიან მეცნიერომეტრულ ინდიკატორებს, აკადემიურ გამოცემებს და კვლევის ხელშეწყობის სტრატეგიებს პროფესიული ქსელებისა და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. კურსი მოიცავს პრაქტიკულ ტრენინგს რეფერენსების მენეჯმენტში, peer-review-სა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაში აკადემიური წერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომპლექსური სამეცნიერო შინაარსის ადაპტაციას ფართო საზოგადოებისთვის, მეცნიერების გაცნობის ღონისძიებების განვითარებას და სამეცნიერო კომუნიკაციის ეთიკური გამოწვევების მართვას.

დასაქმების არეალი

განათლების ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს აქვთ ფართო დასაქმების პერსპექტივა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო სექტორებში. მათი უნარები გამოიყენება განათლების მენეჯმენტში, პოლიტიკის დაგეგმვაში, კვლევაში და კონსულტაციაში.

კურსდამთავრებულების პროფესიული საქმიანობის არეალი

1. საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრაცია

  • ინსტიტუციის მმართველი გუნდის წევრი – მართავს სასწავლო პროცესს, პედაგოგიურ გუნდს და ინსტიტუციის პოლიტიკას.
  • ინსტიტუციის ადმინისტრატორი – მუშაობს აკადემიურ დეპარტამენტებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტუდენტურ სერვისებში.
  • განათლების ხარისხის მენეჯერი – უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
  • საგანმანათლებლო პროცესების კოორდინატორი – ორგანიზებას უწევს სასწავლო პროგრამების განვითარებასა და ადმინისტრირებას.

2. განათლების პოლიტიკა და მმართველობა

  • განათლების სამინისტროს ან ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალისტი – მუშაობს განათლების რეფორმებზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე და იმპლემენტაციაზე
  • საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების მენეჯერი – ახორციელებს კვლევებს განათლების პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი – მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში (UNESCO, UNICEF, World Bank და სხვა).

3. კვლევა და კონსულტაცია განათლების სფეროში

  • საგანმანათლებლო კვლევითი ორგანიზაციების ანალიტიკოსი – ატარებს კვლევებს განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.
  • მოსწავლეთა და პედაგოგთა შეფასების ექსპერტი – მუშაობს განათლების ხარისხის მონიტორინგსა და შეფასების მოდელებზე.
  • კონსულტანტი საგანმანათლებლო მენეჯმენტში – უწევს კონსულტაციას საგანმანათლებლო ინსტიტუციებს

4. არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები

  • საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯერი – მართავს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და სოციალური ინკლუზიის პროექტებს.
  • განათლების განვითარების კოორდინატორი – მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში (UNICEF, GIZ და სხვა.).
  • ტრენერი და პროფესიული განვითარების სპეციალისტი – ატარებს ტრენინგებს პედაგოგებისა და განათლების მენეჯერებისთვის.

5. არაფორმალური განათლების სექტორი

  • არაფორმალური სასწავლო ცენტრის მენეჯერი – მართავს სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებს, დამატებით განათლების სერვისებს, ენის სკოლებს, სასწავლო აკადემიებს, მსხვილი კომპანიების პროფესიული მომზადების ერთეულებს.
  • EdTech (განათლების ტექნოლოგიები) სტარტაპის მენეჯერი – მონაწილეობს ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაში.
  • განათლების ანტრეპრენიორი / განათლების ინფლუენსერი – თავისი ცოდნისა და უნარების კომერციალიზაციას ახორციელებს განათლების პლატფორმების (Coursera, Udemy)  ან სოციალური მედია არხების მეშვეობით

პროგრამის ინტერდისციპლინარული ბუნება საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს პრობლემის გადაწყვეტაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რთული პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად იმპლემენტაციის უნარები წარმატებით გამოიყენონ ასევე პროგრამის ძირითადი სფეროს დასაქმების ფარგლებს გარეთ.


ჩარიცხვის პირობები

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება

 

პროგრამაზე  ჩარიცხვის უფლების მოპოვების წინაპირობებია:

  • საქართველოს მოქალაქისთვის - საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც უცხო ქვეყანაში მიიღო არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება, ასევე,  საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უცხო ქვეყანაში მიიღო არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება და ბოლო 2 წელი ისწავლა უცხო ქვეყანაში, პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება შესაძლებელია მოიპოვონ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე,  სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სწავლის უფლების მინიჭების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე რომლებიც სწავლობს/სწავლობდა და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე პროგრამაზე გადმოსვლის (ჩარიცხვის) უფლება შესაძლებელია მოიპოვოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სწავლის უფლების მინიჭების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • საქართველოს მოქალაქე რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობს/ცხოვრობდა, სწავლობს/სწავლობდა და მიღებული აქვს კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საფეხურზე პროგრამაზე გადმოსვლის (ჩარიცხვის) უფლება შესაძლებელია მოიპოვოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სწავლის უფლების მინიჭების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროგრამის ინტერდისციპლინარული ბუნებიდან გამომდინარე, მაგისტრანტობის კანდიდატის წინარე უმაღლესი განათლება არ იზღუდება კონკრეტული სფეროთი, არამედ პროგრამა ორიენტირებულია სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტების საგანმანათლებლო სფეროში პროფესიონალური რეალიზების ხელშეწყობაზე. 

 

საუნივერსიტეტო გამოცდა

 

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატი პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით. 

საუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ოთხი კომპონენტისგან:

  • ტესტირება ინგლისურ ენაში - შეფასების 30%
  • ესსე საგანმანათლებლო პრობლემების აღწერაზე - შეფასების 30%
  • პორტფოლიო - შეფასების 20% 
  • გასაუბრება - 20%

ინგლისური ენის გამოცდა

ინგლისურ ენაში გამოცდა ემსახურება აპლიკანტის მიერ პროგრამის სასწავლო მასალებისა და ინგლისურენოვან კურსების ათვისების კომპეტენციების დადგენას. ინგლისური ენის ტესტი მოიცავს წაკითხული და მოსმენილი ტექსტების გააზრების, წერის, საუბრის და გრამატიკისა და ლექსიკური უნარების შეფასებას, განათლების ადმინისტრირებებთან დაკავშირებულ თემებზე. 

გამოცდის მაქსიმალური შეფასება 100 ქულა (20 ქულა თითოეულ კომპონენტში)

გამსვლელი ზღვარი - 60 ქულა. 

ინგლისური ენის გამოცდისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც ზოგადი ან უმაღლესი განათლების პროგრამის არანაკლებ 2 წელი გაიარეს ინგლისურ ენაზე, ან რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore. გამოცდისგან განთავისუფლების შემთხვევაში მათ შესაბამის კომპონენტში ენიჭებათ 60 ქულა. 

ტესტის ნიმუში 

ესსე

ესსე მიზნად ისახავს, შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საგანმანათლებლო სფეროს ხედვა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის იდენტიფიცირების უნარი და დარგის განვითარების მოტივაციის ხედვა. ესსეს შეფასება განხორციელდება მისი თემის რელევანტურობის, ანალიზის სიღრმის, შეთავაზებულ გადაწყვეტილებების ინოვაციურობის, ლოგიკურად სტრუქტურირებისა და აკადემიური სტილის კომპონენტებში.

ესსეს მაქსიმალური შეფასება 100 ქულა (20 ქულა თითოეულ კომპონენტში)

გამსვლელი ზღვარი - 60 ქულა. 

ესსეს წარმოდგენისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც რეფერირებულ ჟურნალში გამოქვეყნებული აქვთ სტატია განათლების ან განათლების ადმინისტრირების პრობლემატიკაზე. ესსესგან განთავისუფლების შემთხვევაში მათ შესაბამის კომპონენტში ენიჭებათ 60 ქულა. 

შეფასების კრიტერიუმები

პორტფოლიო

პორტფოლიოს შეფასება, მიზნად ისახავს შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის დარგში ან სხვა პროფესიული გამოცდილება, საზოგადოებრივი საქმიანობა, განათლება და პროფესიული განვითარების აქტივობები. პორტფოლიო ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით (20 ქულა თითოეულ კომპონენტში) შეფასების ზღვრის გარეშე. 

შეფასების კრიტერიუმები

გასაუბრება

გასაუბრების მიზანია შეაფსდეს მაგისტრანტობის კანდიდატის ხედვა, მოტივაცია, აკადემიური და პროფესიული მიზნები და ინდივიდუალური ინტერესები პროგრამასთან მიმართებით. გასაუბრება ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით (20 ქულა თითოეულ კომპონენტში) შეფასების ზღვარის გარეშე. 

საუნივერსიტეტო გამოცდის ცალკეული კომპონენტის ქულები ჯამდება მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც გადალახეს კონკრეტულ კომპონენტებში გათვალისწინებული მინიმალური შეფასების ზღვარი.

შეფასების კრიტერიუმები

პროგრამაზე ჩარიცხვა

 

საუნივერსიტეტო გამოცდის ჯამური შედეგებით პროგრამაზე სწავლის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი რაოდენობის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით მიიღეს უმაღლესი შეფასება. 

იდენტურ ქულათა მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტია საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა.

 

სამაგისტრო სტიპენდია

განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ უფასოდ, ბაუს სამაგისტრო სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში.სამაგისტრო სტიპენდიის მიღების უფლება აქვს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით საუკეთესო შეფასების მქონე მაგისტრანტებს, ჯამურად 20% პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებიდან. 

 

საინფორმაციო მხარდაჭერა

ჩარიცხვები ADMISSIONS.MASTERS@BAUINTERNATIONAL.EDU.GE 

სამაგისტრო პროგრამების კოორიდნატორი: 

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

1.1.

აცნობიერებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების ფაზებს, თანამედროვე კონტექსტსა და სამომავლო გამოწვევებს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე. აანალიზებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტებით რეგულირების გავლენებს განათლების სფეროს განვითარებაზე.

 

 

 

განათლების სისტემები

განათლების, როგორც ფენომენის გაცნობა

განათლების სისტემების და მოდელების გაგება

საგანმანათლებლო რეფორმათა გააზრება

განათლების პოლიტიკა

განათლების მმართველობის ძირითადი მექანიზმების გაცნობა

განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესი, სტრუქტურა და მონაწილე აქტორები.

ფინანსები განათლებაში

განათლების სფეროზე გავლენის ეკონომიკური ფაქტორები

ეკონომიკური ინსტრუმენტებით განათლების მართვა

განათლების დაფინანსების მოდელების ანალიზი

განათლების რეგულირება

რეგულირების ეროვნული და საერთაშორისო ჩარჩო 

ავტონომიისა და რეგულირების ელემენტები

რეგულირების კავშირი პოლიტიკისა და ეკონომიკასთან

განათლების გლობალიზაცია

გლობალური პოლიტიკის ინსტრუმენტების განათლებაზე ზემოქმედების გაცნობიერება

 

 

1.2.

იცნობს განათლების მართვის სტრუქტურებს საერთაშორისო, სახელმწიფოებრივ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დონეზე, აანალიზებს საგანმანათლებლო მმართველობით პროცესებს სტრატეგიულიდან ოპერაციულ მართვამდე და პოლიტიკის შემუშავებიდან - საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირების დონემდე. 

 

 

 

განათლების სისტემები

განათლების ინსტიტუციები და ორგანიზაციები

განათლების ტრანსფორმაცია და ჰარმონიზაცია

ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის შედარება

განათლების პოლიტიკა

სისტემის განვითარებისა და ცვლილების გამოწვევების გააზრება

ციფრული ტრანსფორმაციისა STEAM განათლების, თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელების როლის გააზრება

განათლების რეგულირება

განათლების მართვის ეროვნული სუბიექტების ფუნქციები

საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სტრუქტურათა ფუნქციები

საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ქეისები

მმართველობითი პროცესების ტიპები საგანმანათლებლო ორგანიზაციაში

განათლების გლობალიზაცია

განათლების საერთაშორისო სტრუქტურების საქმიანობის ანალიტიკური გააზრება

 

 

1.3.

სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს, საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავებიდან კურიკულუმის დიზაინის, შიდა და გარე შეფასებისა და განვითარების ჩათვლით, უახლესი საგანმანათლებლო, მათ შორის ICT და AI ტექნოლოგიების სასწავლო პროცესის განვითარებაში მნიშვნელობის გაცნობიერებით. 

 

 

 

ლიდერობა განათლებაში

სასწავლო გეგმისა და ინსტიტუციური ცვლილებების პროცესებში ლიდერის როლის გაცნობიერება

განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

განათლების დემოკრატიული მართვის მნიშვნელობის გაცნობიერება

განათლების დემოკრატიული მართვის კარგი პრაქტიკის შესწავლა

ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში

ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ჩარჩოებს გავლენის შეფასება ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე

გარე შეფასების სტანდარტების ცოდნა ყველა დონეზე

ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინსტრუმენტების გავლენის განსაზღვრა  სწავლების და შეფასების პროცესზე

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

კურიკულუმის დიზაინის ძირითადი პრინციპების და განვითარების სტრატეგიების გააზრება

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის უპირატესობების გააზრება

განათლების ფსიქოლოგია

განვითარებისა და სწავლის კოგნიტური პროცესების გაანალიზება

სწავლების თანამედროვე მეთოდები

სწავლების თეორიების აპლიკაცია კონკრეტული საგანმანათლებლო გარემოსთვის

შეფასების მეთოდიკის სასწავლო მიზნებთან მისადაგების ცოდნა

განათლება 4.0: AI და ციფრული ტექნოლოგიები

ციფრული პლატფორმების ფუნქციონალის გაცნობიერება

AI შესაძლებლობებისა/შეზღუდვების გაცნობიერება

საგანმანათლებლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გააზრება

 

უნარები

2.1.

ავლენს ეფექტურ საგანმანათლებლო ლიდერობას ორგანიზაციაში - რელევანტური მმართველობითი მიდგომების გამოყენებით, გარე და შიდა ფაქტორების გავლენის შეფასებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრავს და ახორციელებს საგანმანათლებლო ორგანიზაციის განვითარების რეალისტურ და მიღწევად სტრატეგიას, პოზიტიური ორგანიზაციული კულტურისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფით.

 

 

ლიდერობა განათლებაში

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრაქტიკების მიდევნება

ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანად მართვის სტრატეგიების განვითარება

განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

საგანმანათლებლო დაწესებულებების დემოკრატიული განვითარების გეგმის შემუშავება - იმპლემენტაცია

საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

წინადადებები საგანმანათლებლო ინსტიტუციის განვითარებისთვის

საგანმანათლებლო ინსტიტუციებში არსებული გამოწვევების შესაბამისი სამოქმედო გეგმების დასახვა

სამაგისტრო პროექტი

მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენება დარგობრივი პრობლემის გადაჭრის დასაბუთებისთვის

 

2.2.

შეუძლია საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება - ორგანიზება, განხორციელება და მართვა, ინოვაციური ინიციატივების შემუშავებიდან მტკიცებულებულებებზე დაფუძნებული შეფასების მიღებამდე, ახდენს აკადემიური გამოცდილების სინთეზს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების უნარებთან. 

 

 

განათლების ფსიქოლოგია

ფსიქიკური პროცესების კანონზომიერებების ცოდნის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელებაში

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

სასწავლო პროგრამების შემუშავება, შეფასება და განვითარების უნარი

სწავლების თანამედროვე მეთოდები

სასწავლო ტექნიკების გამოყენება პროდუქტიული და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად

ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში

ხარისხის მართვის მოდელების გამოყენება

ხარისხის კულტურის ხელშეწყობის სტრატეგიების იმპლემეტაცია

საუკეთესო პრაქტიკით ხარისხის ჩარჩოების განვითარება 

 

2.3.

შეუძლია სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით კვლევის მონაცემების გამოყენება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის;

 

 

სამეცნიერო წერა

აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა

კვლევის მეთოდები განათლებაში

სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის უნარების ფლობა

აკადემიური კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვა

განათლების სისტემების სტრუქტურა

პოსტერული ანალიტიკური ნაშრომის შესრულება

განათლების გლობალიზაცია

ანალიტიკური ნაშრომის შესრულება და პრეზენტაცია 

სამაგისტრო თეზისი

აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა

აკადემიური კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვა

სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის უნარების ფლობა

კვლევითი პრობლემის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით  დასაბუთება;

სამაგისტრო პროექტი

პრაქტიკული პრობლემის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით დასაბუთება;

 

2.4.

პრაქტიკაში უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანი ICT და AI ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას

 

განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები 

ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია

ციფრული სასწავლო სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა 

ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტიულობის გასაზრდელად

კურიკულუმის დიზაინი და განვითარება

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, 

საგანმანათლებლო პროცესის გეიმიფიკაცია

სამაგისტრო პროექტი

ტექნოლოგიების ორგანიზაციული პრობლემის გადაჭრისთვის მისადაგების დაგეგმვა 

 

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

3.1.

საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული, ინდივიდუალური თუ გუნდური საქმიანობის დაგეგმვაში ითვალისწინებს საკუთარ და სხვის პიროვნულ შესაძლებლობებს და ლიმიტებს, და საგანმანათლებლო თუ პროფესიულ ეკოსისტემაში ლიდერობას წარმართავს აკადემიური ღირებულებების, საზოგადოებრივი კეთილდღეობის პრიმატისა და დემოკრატიული ღირებულებების გაცნობიერებით. 

 

ლიდერობა განათლებაში

 

განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში

ინტერკულტურული განათლების ღირებულებების მიდევნება

განათლების ფსიქოლოგია

აუდიტორიის კოგნიტური სპეციფიკის გათვალისწინება საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის ეტაპზე

სწავლების თანამედროვე მეთოდები

აუდიტორიის ინდივიდუალური თავისებურებების და შესაძლებლობათა ზღვარის დამოუკიდებელი ანალიზი

სამაგისტრო პროექტი

საქმიანობის დაგეგმვაში საკუთარ და სხვის შესაძლებლობებს და ლიმიტების გათავლისწინება

ორგანიზაციაზე ეფექტის მქონე შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინება

სამაგისტრო თეზისი

სამეცნიერო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რაციონალურ ფარგლებში 

 

 

3.2.

აცნობიერებს აკადემიურ ღირებულებებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემების დამუშავების და კვლევის შედეგების წარდგენის ეტაპებზე, რაოდენობრივი, თვისებრივი, სამოქმედო თუ ექსპერიმენტალური კვლევის განხორციელებისას იცავს ეთიკურ პრინციპებს, განსაკუთრებით საკვლევ პოპულაციასთან მიმართებით, იაზრებს სხვათა ნამუშევრის  და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავლენას სამეცნიერო მუშაობაზე და წარმართავს კვლევას აკადემიური პატიოსნების თანამედროვე სტანდარტებით.

 

 

 

კვლევის მეთოდები განათლებაში

კვლევის ეთიკური ფარგლები კვლევის დიზაინის, პოპულაციის შერჩევის, კვლევის განხორციელების, მონაცემთა დამუშავებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპზე

სამეცნიერო წერა

ციტირების და წყაროების გამოყენების სტანდარტები

პლაგიატის კონცეფცია

ხელოვნური ინტელექტის კვლევაში გამოყენების პრობლემატიკა

განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები

ხელოვნური ინტელექტის კვლევაში გამოყენების რაციონალური ფარგლების გაცნობიერება

სამაგისტრო თეზისი

სამაგისტრო სემინარის ფარგლებში კვლევის ეთიკის დასაბუთება

კვლევის წყაროების და ციტირების რეფერირება

კვლევის პირველადი მონაცემებისა და საკვლევი თემის სიღრმისეული შემოწმება გენერაციული ტექსტის გამოყენებაზე

 

 

ტრანსფერული უნარები

4.1. კომუნიკაციის უნარი

4.1.1. ვერბალური კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე, პრობლემის, სასწავლო მასალის, სამეცნიერო წყაროს თუ პრაქტიკული ქეისის ირგვლივ ინფორმაციის აღქმის, გადმოცემის, პერეფრაზის, სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუ არასპეციალისტებისათვის გასაგები ფორმით გადმოცემის უნარი.

სასწავლო კურსების უმეტესობა ითვალისწინებს ვერბალური კომუნიკაციის აუცილებლობას ქართულ, ინგლისურ ან ორივე ენაზე ჯგუფში დისკუსიის-დებატების, სასწავლო დავალებათა პრეზენტაციის, რეფლექსიის თუ თვითრეფლექსიის, ასევე პრაქტიკულ გარემოში გაწეული სამუშაოს 360° შეფასების ფორმით. 

4.1.2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე მოკლე პრეზენტაციული ნაშრომის, ესეს, დოკუმენტის პროექტისა და აკადემიური სტატიის ფორმატში ინფორმაციის გადმოცემის, შეჯამების, ანალიზის, მნიშნელოვანი ნაწილების ხაზგასმისა და გამართულ სტილში, აკადემიური ფორმებით ტრანსფერის უნარი. ქართულენოვან და ინგლისურენოვანი წყაროებიდან ინფორმაციის სინთეზისა და სამუშაო ენაზე გამართულად გადმოცემის უნარი.

სასწავლო კურსების უმეტესობა ითვალისწინებს წერითი კომუნიკაციის აუცილებლობას პრეზენტაციის, ესეს, დოკუმენტის ან კვლევითი ნაშრომის ფორმატით, რაც ასევე ითვალისწინებს წერითი კომუნიკაციის ხარისხის შეფასებას. 

4.1.3. ენობრივ მოდელებთან კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე ვრცელი ენობრივი მოდელებისთვის მინიშნების (prompt) გენერირების უნარი, ენობრივი მოდელის შესაძლებლობისა და პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი წინაპირობების წინასწარ გააზრების და ტექსტობრივ მინიშნებაში ასახვის უნარი, გენერირებადი ტექსტის შეზღუდვების წინასწარი გაცნობიერებით.

ტექნოლოგიების და კვლევითი კომპონენტის შემსწავლელი კურსები პრაქტიკაში განიხილავენ ენობრივ მოდელებთან მუშაობის სპეციფიკასა და შეზღუდვებს, ხოლო სხვადასხვა კურსის დავალებები ითვალისწინებენ მინიშნების დიზაინის კომპეტენციის დემონსტრირებას მოსალოდნელი შედეგის მისაღებად. 

4.2. პრობლემების გადაჭრის უნარი

ახდენს კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და თეორიული ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების სინთეზს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით პრობლემის გადასაჭრელად, ახალი ინოვაციური მიდგომების ფორმულირებასა და მათი ეფექტურობის შეფასებისთვის. იყენებს პრობლემების გადასაჭრელ მიდგომებს რეალური პროფესიული ქეისების გადასაჭრელად. 

სასწავლო კურსები და პრაქტიკული კომპონენტები მოიცავენ რეალურ და რეალურთან მიახლოებულ ქეისებს, რომელთა გადასაჭრელად მაგისტრანტს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაჭრის გზების დამოუკიდებელი ძიების კომპეტენციის დემონსტრირება ესაჭიროება. 

4.3. ანალიტიკური უნარი

აანალიზებს რთული ცნებებს, თეორიებსა და მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს სისტემურ ურთიერთკავშირებსა და პატერნებად დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებისთვის.  გამოიყენონ მოწინავე ანალიტიკური მეთოდები და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები. შეუძლია არგუმენტებისა და წყაროების კრიტიკული შეფასება, დამუშავებული მონაცემებისგან საკვანძო მიგნებების გამოკვეთა, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანასთან დაკავშირება.

ქეისზე დაფუძნებული სწავლებისა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტები საშუალებას აძლევენ მაგისტრანტს გამოავლინოს პრობლემის სხვადასხვა კუთხიდან შეფასების, ურთიერთკავშირის გამოკვეთის, კრიტიკული შეფასებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთების უნარების დემონსტრირების საშუალებას. 

4.4. დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

ახდენს დროის ეფექტურად მართვისა და ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ჩარჩოების იდენტიფიცირებას, რთულ აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ გარემოში ახდენს დავალების ორგანიზების, დაგეგმვისა და სამუშაო დატვირთვის დაბალანსების ტექნიკის დემონსტრირებას. იყენებს პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგიებს ვადებისა და პასუხისმგებლობების მართვაში, იღებს კრიტიკული გადაწყვეტილებებს დროითი და სამუშაო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებასთან დაკავშირებით და იყენებს ამოცანებისა და ვადების სტრუქტურირების ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს  მიზნის მისაღწევად.

4.5. ორგანიზების და თვითორგანიზების უნარი

კურსდამთავრებულები გამოავლენენ უნარს ეფექტურად დაგეგმონ, სტრუქტურირდნენ და მართონ ამოცანები, რესურსები და პასუხისმგებლობები რთულ აკადემიურ და პროფესიულ გარემოში. ისინი გამოიმუშავებენ ძლიერ ორგანიზაციულ უნარებს პროექტების კოორდინაციისთვის, სამუშაოს ოპტიმიზაციისთვის და დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ისინი განავითარებენ თვითორგანიზაციის უნარებს, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად იმუშაონ, დაისახონ რეალისტური მიზნები, შეინარჩუნონ დისციპლინა და შეეგუონ ცვალებად გარემოებებს. 

პროგრანის კომპონენტებში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების შედეგად დამოუკიდებელ კურსდამთავრებულები შეძლებენ ეფექტურად მართონ როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური აქტივობები, შეაფასონ გარე და შიდა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პროდუქტიულობაზე, გამოიყენებენ შესაბამის ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს ორგანიზაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული კომპეტენცია ხელს შეუწყობს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას, ანგარიშვალდებულებას პროფესიული ეთიკის ჩამოყალიბებას.

4.6. გუნდური მუშაობის უნარი

კურსდამთავრებულები გამოავლენენ ეფექტური თანამშრომლობის უნარს მრავალფეროვან გუნდურ გარემოში იდეების შეტანით, აქტიურად მოსმენით და ურთიერთპატივისცემისა და საერთო პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების გზით. მათ განუვითარდებათ ძლიერი ინტერპერსონალური უნარები, უზრუნველყოფენ პროდუქტიულ კომუნიკაციას, კონფლიქტების მოგვარებას და კონსენსუსის მიღწევას აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.

პროგრამის ფარგლებში განხილული ლიდერობისა და თანამშრომლობის სტრატეგიების ინტეგრირებით, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ საერთო მიზნებისკენ, მოერგონ სხვადასხვა გუნდურ როლებს და მხარი დაუჭირონ კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისინი შეაფასებენ გუნდის დინამიკას, გამოიყენებენ პრობლემის გადაჭრის ტექნიკას და გამოიყენებენ ციფრული თანამშრომლობის ინსტრუმენტებს ეფექტურობის გასაზრდელად. გარდა ამისა, ისინი გამოავლენენ ანგარიშვალდებულებას და ეთიკურ პასუხისმგებლობას გუნდურ მუშაობაში

4.7. პროექტების მართვის უნარი

კურსდამთავრებულები გამოიმუშავებენ პროექტების ეფექტურად დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და შეფასების უნარებს აკადემიურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში. ისინი გამოიყენებენ პროექტის მართვის პრინციპებს, მათ შორის მიზნების დასახვას, რესურსების განაწილებას, რისკების შეფასებას და ვადების მართვას, რათა უზრუნველყონ პროექტის წარმატებით დასრულება. გარდა ამისა, ისინი გამოავლენენ პროექტის მიზნების ინსტიტუციურ ან ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობის უნარს, ეთიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დაცვით პროექტის განხორციელებაში.


 

 სწავლება - სწავლის მეთოდები

სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტის მიერ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობების არსებობას, პრობლემის გლობალურ და ლოკალურ დონეზე გააზრებისა და რეალისტური და მიღწევადი ინსტრუმენტებით გადაჭრის უნარების დემონსტრირების შესაძლებლობის შექმნას. 

სწავლების მეთოდოლოგიური კონცეფციის განსაზღვრისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაგისტრანტის მიერ ცოდნის აპლიკაციის, უნარების გამოყენების, ღირებულებების გაცნობიერებისა და განვითარების შესაძლებლობების რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობების. კონკრეტული სასწავლო საკითხის მისაწოდებლად საგანმანათლებლო მეთოდიკის ამოსავალი პრინციპია სტუდენტმა შეძლოს სწავლაში აქტიურად ჩართვა და პრაქტიკაში თეორიული ცოდნის გამოყენება რეალური ან რეალურთან მიახლოებული გამოწვევების დასაძლევად.

პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია ითვალისწინებს სტუდენტის მხრიდან აქტიურად ჩართვასა და პრაქტიკაში თეორიული ცოდნის გამოყენებას რეალური გამოწვევების დასაძლევად ალტერნატიული გზების შემუშავებისა და არჩეული შეთავაზების დასაბუთების გზით. 

კვლევით კომპონენტში, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებისთვის ინტეგრირებულია სამოქმედო კვლევის მეთოდი, როგორც დარგისთვის დამახასიათებელი კომპეტენციების ჰოლისტურად გააზრების შესაძლებლობა. 

 

 

 

ლექცია

ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტს მიაწოდოს სიღრმისეული თეორიული და გამოყენებითი ცოდნა კონკრეტულ თემაზე სასწავლო კურსის ფარგლებში. ის ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ჩართულობას და თეორიული ცოდნის გამოყენების უნარის ფორმირებას შემდგომი კვლევითი და პრაქტიკული დავალებების შესრულებისათვის. 

ლექცია მიჰყვება სტრუქტურირებულ ფორმატს:

  • შესავალი, მიზნების კონტექსტუალიზაცია კურსის ფარგლებში, ლექციამდე   აუდიტორიის მოლოდინების შეფასება სწრაფი კითხვების საშალებით;
  • ძირითადი შინაარსის მიწოდება - თეორიებისა და მეთოდოლოგიების ახსნა და რეალურ სამყაროში არსებულ მაგალითებთან/ქეისებთან დაკავშირება;
  • ინტერაქტიული ელემენტები - ღია დისკუსია, მცირე დებატები
  • კავშირის დემონსტრირება მიმდინარე კვლევებთან და პრაქტიკულ გამოწვევებთან/ქეისებთან.
  • დასკვნა და ძირითადი მიგნებების განხილვა
  • უკუკავშირი, რეფლექსიის კითხვები და დავალებები სალექციო მასალის გარშემო.

ლექციის ფარგლებში ლექტორი წარმოადგენს ძირითად კონცეფციებს, თეორიებს და უკავშირებს მას პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. 

სალექციო პროცესში უზრუნველყოფილია ინტერაქტიულობა - კითხვა-პასუხის სესიები, რეფლექსიები და მოკლე დისკუსიები ხელს უწყობს სტუდენტების მონაწილეობას, სალექციო მასალის მულტიმედიური ინტეგრაცია - სლაიდები, ვიდეოები, შემთხვევის ანალიზი და რეალური პრაქტიკების გაცნობა აძლიერებს გაგებას.

მნიშნელოვანია ლექცია განხორციელდეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით - უახლესი კვლევების, სტატიებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეხედულებების ჩართვით, რათა უზრუნველყოს სტუდენტები უახლესი ცოდნით.

სემინარი

სემინარი უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინტერაქტიულ კომუნიკაციას კონკრეტული თემის გარშემო კრიტიკული დისკუსიის, პრეზენტაცისა და კვლევაზე დაფუძნებული ანალიზის მეშვეობით. ის ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას, ანალიტიკურ უნარებს და თანამშრომლობით სწავლას. 

  • დისკუსია: სემინარი სტრუქტურირებულია სტუდენტების მიერ წარმართული დისკუსიების ირგვლივ, სადაც მონაწილეები აანალიზებენ დავალებულ საკითხებს და შემთხვევებს. ლექტორი წარმართავს დისკუსიას, უზრუნველყოფს კონცეპტუალური სიცხადისა და თემების უფრო ფართო დისციპლინურ ჩარჩოებთან დაკავშირებას.
  • კვლევაზე ორიენტირებული სემინარი აერთიანებს მრავალფეროვან პერსპექტივებს და მიმდინარე კვლევებს თემების უფრო ღრმა გააზრებისთვის.

სემინარის სტრუქტურირებულია შემდეგნაირად:

  • მოსამზადებელი ეტაპი (სემინარამდე) საკითხავი მასალების, კვლევითი ნაშრომების ან ქეისების და სამუშაო დავალების მიწოდება, წინასემინარული კითხვები აზროვნების სტიმულირებისთვის.
  • სემინარის შესავალი- კონტექსტუალიზაცია, სესიის თემის შესავალი. ძირითადი საკითხების მოკლე მიმოხილვა, სასწავლო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.
  • სტუდენტების პრეზენტაციები, ინდივიდუალური ან ჯგუფური დავალებულ თემებზე.
  • კრიტიკული დისკუსია: სტუდენტების დებატები, კრიტიკა და პრობლემების ერთობლივი გადაჭრა, ლექტორის ფასილიტაციით.
  • შედარებითი ანალიზი: სხვადასხვა პერსპექტივის დაკავშირება განხილული საკითხებიდან.
  • მართული ანალიზი - ლექტორის მიერ ძირითადი პუნქტების, თეორიული ჩარჩოებისა და მეთოდოლოგიური შეხედულებების გარკვევა. კავშირების წარმოჩენა უფრო ფართო  თემებთან და პროფესიულ ქეისებთან.
  • სინთეზი და რეფლექსია - ძირითადი მიგნებების შეჯამება. ღია დისკუსია შედეგების შესახებ.გამოხმაურება დისკუსიის, დავალების თუ პრეზენტაციის ხარისხზე.

სემინარის შეფასება ითვალისწინებს როგორც განმავითარებელი შეფასების - დისკუსიებში მონაწილეობა, არგუმენტების ხარისხი და ჩართულობის სიღრმე, ასევე შემაჯამებელი შეფასება: პრეზენტაციების, წერილობითი სამუშაოსა თუ კვლევაზე დაფუძნებული დავალებების შეფასება შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში განსაზღვრული კრიტერიუმებით. 

პრაქტიკული

პრაქტიკული მეთოდი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის დაახლოებას საგანმანათლებლო გარემოში პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ის აძლიერებს სტუდენტების უნარს გამოიყენონ მართვის ან პედაგოგიური თეორიები, ადმინისტრირების თი სასწავლო სტრატეგიები და შეფასების მეთოდები რეალურ სამყაროში.

სასწავლო კურსის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მეთოდი შესაძლებელია მოიცავდეს ექსპერიმენტულ სწავლებას რეალურ ან იმიტირებულ სასწავლო გარემოში საგანმანათლებლო კონცეფციების გამოსაყენებლად, რეფლექსიურ პრაქტიკას უწყვეტი თვითშეფასება და უკუკავშირის გამოყენებით სწავლას, 

თანამშრომლობითი სწავლებას - გუნდური მუშაობით პრობლემების კოლექტიურად გადაჭრის მიზნით ან/და ტექნოლოგიებით გაძლიერებულ სწავლებას - ციფრული ტექნოლოგიებითა და AI-ზე დაფუძნებული პლატფორმებით კურიკულუმის დიზაინისა და სწავლების მენეჯმენტის განვითარებას. 

პრაქტიკული სწავლის მეთოდი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

მოსამზადებელი ეტაპი (პრაქტიკული სესიის დაწყებამდე)

ორიენტაცია მიზნებზე, მოლოდინებზე და ეთიკურ მოსაზრებებზე.

შესაბამისი საგანმანათლებლო თეორიების, სასწავლო სტრატეგიებისა და შეფასების ტექნიკის მიმოხილვა და პრაქტიკული აქტივობების გეგმის შემუშავება.

პრაქტიკული განხორციელება 

სიმულაციები / მიკროსწავლება - მოკლე, სტრუქტურირებულ სასწავლო სესიების ფორმატში, აუდიტორიის დაკვირვებისა და კონსტრუქციული უკუკავშირით, საბოლოო თვითრეფლექსიის ანალიზით, უწყვეტი დაკვირვებით და განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდებით

ან

საველე პრაქტიკა დაგეგმილი პერიოდით საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული თეორიების გამოყენება რეალურ საგანმანათლებლო სივრცეში, ურთიერთქმედება საგანმანათლებლო სისტემის სუბიექტებთან, ინფორმაციის შეგროვება, პრაქტიკული კვლევის მეთოდით ანალიზი და თეორიული ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკასთან სინთეზი განვითარების ოპტიმალური მიმართულების დასასახად. პრაქტიკის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს უნარების დემონსტრირების, დაგეგმვისა და შედეგების ანგარიშების შეფასებას.

რეფლექსია და შეფასება

თვითრეფლექსია: ჟურნალის, პორტფოლიოს, ანგარიშის ან ბლოგის/ვლოგის ფორმით, რომელიც ასახავს დაგროვებულ გამოცდილების პერსონალურ ჭრილში ანალიზს. 

ინსტრუქტორის და კოლეგის უკუკავშირი: სტრუქტურირებული შეფასებები პრაქტიკულ აქტივობათა ეფექტურობისა და ჩართულობის შესახებ

გონებრივი იერიში (Brain Storming)

გონებრივი იერიში არის ინტერაქტიული სწავლების მეთოდი, რომელიც ხელს უწყოვს სტუდენტებს შექმნან და გამოიკვლიონ მრავალი იდეა, გადაწყვეტა ან პერსპექტივა მოცემულ თემაზე. ის ხელს უწყობს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების თანამშრომლობით გადაჭრას, რაც მას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის რთული აკადემიური დისკუსიებისა და კვლევაზე ორიენტირებული სწავლისთვის. 

მკაფიოდ ფორმულირებული პრობლემური საკითხის შესახებ, წინასწარ მოწოდებული მასალებით სტუდენტები გადიან:

  • გენერაციის - იდეების შეთავაზების
  • კლასტერიზაციისა - მსგავსი იდეების დაჯგუფების, 
  • კონვერგენტულ - იდეათა ძლიერი და სუსტი მხარეების კრიტიკული შეფასების და 
  • გადაწყვეტილების მიღების - ოპტიმალური იდეის არჩევის 

ფაზებს. 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება 

PBL

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) არის აქტიური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის მეთოდი, სადაც მაგისტრანტები ჩაერთვებიან რთული, რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრაში. ინფორმაციის პასიურად მიღების ნაცვლად, სტუდენტები ერთობლივად მუშაობენ ჯგუფებში, რათა გამოავლინონ საკითხები, გამოიკვლიონ შესაძლო გადაწყვეტილებები და გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ სცენარებში. ეს მეთოდი აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, საკითხის გარშემო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების და გადაწყვეტილების მიღების უნარს, ხელს უწყობს დამოუკიდებელ, ინტერდისციპლინურ სწავლას, ინფორმაციის მრავალი წყაროდან სინთეზირების საჭიროებით. ლექტორი მოქმედებს როგორც ფასილიტატორი - წარმართავს რეფლექსურ დისკუსიებს და ხელს უწყობენ თვითმართვით სწავლებას. ავთენტური გამოწვევების დაძლევით, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავება, ინსტიტუციური მენეჯმენტი ან სასწავლო გეგმის საკითხები, სტუდენტები ავითარებენ პრობლემის გადაჭრის კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია მათი პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის.

ქეისზე დაფუძნებული სწავლება

(CBL)

შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება (CBL) არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, რომელიც მოიცავს მაგისტრანტების მიერ რეალური ან იმიტირებული შემთხვევების სიღრმისეულ ანალიზს. CBL ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, წაახალისებს სტუდენტებს შეაფასონ მრავალფეროვანი პერსპექტივები, დაასაბუთონ თავიანთი დასკვნები მტკიცებულებებით და დახვეწონ ანალიტიკური და სტრატეგიული უნარები. 

ეს მიდგომა აკავშირებს თეორიასა და პრაქტიკას, სტუდენტებისგან მოითხოვს კრიტიკული აზროვნების გამოყენებას რეალური პრაქტიკული სცენარების გასაანალიზებლად. მართვადი დისკუსიების, შემთხვევის შედარებისა და პრობლემის გადაჭრის სავარჯიშოების მეშვეობით მაგისტრანტები სიღრმისეულად იაზრებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს განათლების ადმინისტრაციაში, პოლიტიკის შემუშავებასა და ინსტიტუციურ ლიდერობაში.

Journal Club

Journal Club არის თანამშრომლობითი სწავლება-სწავლის მეთოდი, სადაც მაგისტრანტები კრიტიკულად აანალიზებენ და განიხილავენ კვლევით სტატიებს. ეს მიდგომა აძლიერებს სტუდენტების უნარს შეაფასონ სამეცნიერო ლიტერატურა, გაიგონ კვლევის მეთოდოლოგია და ჩაერთონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დისკუსიებში. უკანასკნელი პუბლიკაციების მიმოხილვით, სტუდენტები ავითარებენ ანალიტიკურ უნარებს, აუმჯობესებენ აკადემიური კომუნიკაციის აპარატს და ეცნობიან სფეროს აკადემიურ სივრცეში არსებულ ტენდენციებსა და დებატებს.

აკადემიური დისკუსიები ხელს უწყობს მეცნიერულ დებატებს, კრიტიკულ აზროვნებას და ინტერდისციპლინურ სწავლებას, ინფორმაციის სინთეზის, ინფორმირებული პერსპექტივების არტიკულაციის უნარების განვითარებას, ასევე ეხმარება მაგისტრანტებს და გამოიყენონ კვლევის მიგნებები საკუთარ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში.

თანამშრომლობითი სწავლება

თანამშრომლობითი სწავლება არის სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდი, რომელიც ხაზს უსვამს სტრუქტურირებულ ჯგუფურ თანამშრომლობას საერთო აკადემიური და პროფესიული მიზნების მისაღწევად. ეს მეთოდი წაახალისებს სტუდენტებს გაიზიარონ განსხვავებული პერსპექტივები და გამოიყენონ თავიანთი კოლექტიური გამოცდილება პრობლემების გადასაჭრელად. მეთოდი აძლიერებს ცოდნის გამოყენების უნარის ფორმირებას, რადგან სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ კურსის მასალებს, არამედ კოლეგების შეხედულებებსა და გამოცდილებას.

ტრადიციული ჯგუფური მუშაობისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწავლება ანიჭებს მკაფიო როლებს და პასუხისმგებლობებს, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრის ანგარიშვალდებულებას და აქტიურ მონაწილეობას. ლექტორი, როგორც ფასილიტატორი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს ამოცანების სტრუქტურირებით, რომლებიც საჭიროებენ თანამშრომლობას, მოლაპარაკებას და კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას.

შებრუნებული სასწავლო ოთახი

Flipped Classroom

შებრუნებული საკლასო ოთახი, არის აქტიური სწავლის მიდგომა, რომელიც ცვლის ტრადიციულ სწავლების მოდელს სასწავლო შინაარსის მიწოდებით მეცადინეობის გარეთ - კითხვის, ვიდეოების ან ონლაინ მოდულების მეშვეობით - რაც საშუალებას აძლევს მაგისტრანტებს აუდიტორიაში მუშაობა წარმართონ დისკუსიით, პრობლემის გადაჭრაზე ან თეორიული საკითხის პრაქტიკაში რეალიზების აქტივობის გარშემო. მეთოდი აძლიერებს რთული თემების დაუფლებას ინფორმაციის პასიური შთანთქმიდან ყურადღების გადატანით პრობლემის აქტიურ გადაწყვეტასა და კრიტიკულ ანალიზზე, ხელს უწყობს თვითმიმართულ სწავლებას, რადგან სტუდენტები ]დამოუკიდებლად ამუშავებენ თემის თეორიულ ბაზისს, ხოლო საკონტაქტო მუშაობა წარიმართება კრიტიკულ აზროვნებაზე, ანალიზზე და რეალურ სამყაროში გამოყენების სცენარით.

პროექტზე დაფუძნებული სწავლა 

Project Based Learning

სტუდენტებმა უნდა შეიმუშავონ საკუთარი საგანმანათლებლო, კვლევითი ან პრაქტიკული პროექტი მიღებული ცოდნისა საფუძველზე. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლა (Research-Based Learning)

სტუდენტები, ჯგუფებად დაკომპლექტებული, დამოუკიდებლად ატარებენ კვლევას რეალურ საგანმანათლებლო პრობლემაზე. ეს მეთოდი ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას.

წიგნზე მუშაობა 

მეთოდი გულისხმობს აკადემიური და კვლევითი ტექსტების სიღრმისეულ ანალიზს, კრიტიკულ გააზრებასა და მათ საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუქციას, აკადემიური ტექსტების სიღრმისეულ გააზრებასა და კრიტიკული ანალიზს, თეორიული კონცეფციებისა და კვლევითი მიგნებების შეფასებას,არგუმენტირებული და მეცნიერულად დასაბუთებული შეხედულებების ჩამოყალიბებას.

წერითი მუშაობა

მეთოდი მოიცავს აკადემიური ტექსტების შექმნის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის მხრიდან ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკური აზროვნების უნარების განავითარებასა და აკადემიური კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. დამაჯერებელი და სტრუქტურირებული ტექსტების შექმნით, აკადემიური წერითის სტანდარტების შესაბამისად. 

შეფასების სისტემა

 სწავლის შედეგების შეფასების მეთოდები მრავალგვარია და მოიცავს ზეპირსიტყვიერი ან/და წერილობითი ანგარიშის, დებატებში/დისკუსიებში/პროფესიული ხასიათის დისკუსიებში მონაწილეობის, მშობლიურ ან/და უცხოურ ენაზე ჩატარებული საჯარო პრეზენტაციების, კვლევითი ნაშრომებისა და გამოცდების საფუძველზე ინდივიდუალურ შეფასებას, თანამშრომლობით მეთოდებსა და ჯგუფურ შეფასებას. აგრეთვე, კრიტიკული და კონსტრუქციული ხასიათის შენიშვნებსა და კომენტარებს საკუთარი (თვითრეფლექსია) თუ სხვა სტუდენტების (რეფლექსია) მიერ მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით

თითოეული სასწავლო კურსის შეფასების მეთოდები და შეფასების კომპონენტები შესაბამისობაშია აღნიშნული კომპონენტის მიზნებთან და ლოგიკურ ბმაშია პროგრამის სწავლის შედეგებთან.  ცოდნის შეფასება ხორციელდება ჯგუფური მუშაობით, ზეპირი და წერილობითი აქტივობით (ქვიზებით) ასევე ანალიტიკური სახის ნაშრომის მომზადებით. უნარების შეფასება ხორციელდება პრაქტიკული ხასიათის დავალებების შესრულებით, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, პროგრამა ითვალისწინებს როგორც შემაჯამებელი, ასევე განმავითარებელი შეფასებების გამოყენებას შეფასების მიზნებიდან გამომდინარე

განმავითარებელი შეფასება 

განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტი შეფასების პროცესი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება აკადემიური პროგრესის გაუმჯობესებაში, ხოლო ლექტორებს – სწავლების პროცესის ადაპტირებაში. აღნიშნული მიდგომა ავითარებს მაგისტრანტების ანალიტიკურ, კრიტიკულ და კვლევით უნარებს.

განმავითარებელი შეფასების მოდელები:

  • უკუკავშირი (Feedback) და რეფლექსია  - სტუდენტები იღებენ რეგულარულ უკუკავშირს, რაც ეხმარებათ გაუმჯობესებაში. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა თვითშეფასებისა და კოლეგების შეფასების გზით გააღრმავონ ცოდნა
  • პროცესზე ორიენტირება – ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ კვლევის, ანალიზისა და არგუმენტაციის პროცესზე.
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება – შეფასება დაკავშირებულია პროგრამის მიზნებთან და რეალურ პროფესიულ საჭიროებებთან, რაც ზრდის სტუდენტთა მოტივაციას.
  • თანამშრომლობითი სწავლება – შეფასება მოიცავს ჯგუფურ პროექტებს, დისკუსიებს და კოლაბორაციულ კვლევას.

შემაჯამებელი შეფასება

შემაჯამებელი შეფასება არის მაგისტრანტის აკადემიური პროგრესის საბოლოო შეფასების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მიაღწია სტუდენტმა სასწავლო მიზნებს. შეფასება ორიენტირებულია სტუდენტის კომპეტენციების, კვლევითი უნარებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის სიღრმისეულ შეფასებაზე.

შემაჯამებელი შეფასების ძირითადი პრინციპები

  • პროგრამის აკადემიური სტანდარტების დაცვა – შეფასება უნდა ემყარებოდეს პროგრამის მიზნებს და საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ სტანდარტებს.
  • მრავალგანზომილებიანი მიდგომა – გამოიყენება შეფასების რამდენიმე მეთოდი, რათა სტუდენტის კომპეტენციები სრულად შეფასდეს.
  • გამჭვირვალობა და ობიექტურობა – შეფასების კრიტერიუმები სტუდენტებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური შეფასება.
  • პრაქტიკული ცოდნისა და კვლევითი უნარების შეფასება – შეფასება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასაც მოიცავს.

სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტების შეფასების სისტემა

სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტები ითვალისწინებს მიმდინარე და ფინალურ შეფასებას თითოეულ კომპონენტში. 

მიმდინარე შეფასება მოიცავს თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი დავალებების შესრულებას, შესაბამისი სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის შედეგებიდან გამომდინარე და შეიძლება მოიცავდეს შუალედურ გამოცდას, შეძენილი ცოდნის და უნარების დონის მიმდინარე შეფასებისთვის. 

ფინალური შეფასება ითვალისწინებს საბოლოო გამოცდის, პროექტის ან ნამუშევრის შეფასებას, შესაბამისი სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის შედეგებიდან გამომდინარე. 

სტუდენტის შეფასება შეადგენს მიმდინარე და ფინალური შეფასებების ჯამს. 

 

 

შეფასება

ქულა

შეფასება

დადებითი შეფასება

A

91-100

ფრიადი

B

81-90

ძალიან კარგი

C

71-80

კარგი

D

61-70

საშუალო

E

51-60

დამაკმაყოფილებელი

უარყოფითი შეფასება

Fx

41-50

ვერ ჩააბარა - სტუდენტს აქვს ფინალური შეფასების კომპონენტის გადაბარების უფლება

F

0-40

ჩაიჭრა - სტუდენტმა საგანი თავიდან უნდა გაიაროს

 

Fx შეფასების შემთხვევაში, მაგისტრანტი უფლებამოსილია დამატებითი მუშაობის ხელმეორედ ჩააბაროს გამოცდა/ნაშრომი/პროექტი ფინალური შეფასებისთვის, იმავე აკადემიურ სემესტრში, შეფასების გაცნობიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში. დამატებითი გამოცდის შედეგის გათვალისიწნებით დადებითი შეფასების მიუღწევლობის შემთხვევაში, მაგისტრანტს შესაბამის კომპონენტში უფორმდება F შეფასება. 

F შეფასების შემთხვევაში, მაგისტრანტი ვალდებულია შესაბამისი სავალდებულო კომპონენტი თავიდან გაიაროს შემდგომ აკადემიურ სემესტრებში. ხოლო არჩევით კომპონენტში უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში - ხელახლა გაიაროს ეს ან სხვა არჩევითი კომპონენტი შესაბამისი მოცულობით. 

პროგრამის სასწავლო/პრაქტიკულ კომპონენტში 3-ჯერ უარყოფითი შეფასების მიღება არის მაგისტრანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. 

 

 

 

სამაგისტრო თეზისის შეფასების სისტემა

 სამაგისტრო თეზისის შეფასება ხდება მთლიანობაში, ერთიანი დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს თეზისის ხელმძღვანელის, რეცენზენტებისა და თეზისის დაცვის კომიტეტის შეფასებებს

შეფასების ფორმა

შეფასების კომპონენტი

შეფასების % წილი

კომპეტენციის ზღვარი %

აღწერა

თეზისის შეფასება

კვლევითი წინადადება

15%

50

კვლევითი კითხვის სიცხადე 5%

დარგის პრობლემატიკის გააზრება 5%

წინასწარი მუშაობის ხარისხი 5%

კვლევის დიზაინი

15%

50

მეთოდების შესატყვისობა 5%

შერჩევის დასაბუთება 5%

კვლევის ეთიკური დიზაინი 5%

პროგრესის ანგარიში

10%

50

სამუშაოს შესრულების განგრძობითობა 5%

უკუკავშირის გათვალისწინება 5%

მონაცემთა ანალიზი 

20%

60

თეორიული მასალის ანალიზი 10%

კვლევის მიგნებების ანალიზი 10%

თეზისის ტექსტი

25%

60

სტრუქტურირება - 5%

არგუმენტაცია- თანმიმდევრულობა 5%

ანალიზის სიღრმე - 5%

წერის და ციტირების ხარისხი - 5%

ინოვაციურობა / რეკომენდაციები - 5%

თეზისის პრეზენტაცია

15%

60

პრეზენტაციის ხარისხი 5%

არგუმენტაცია/თავდაჯერებულობა 5%

კითხვებზე პასუხი 5%

 

 

 

სამაგისტრო თეზისის შეფასება 

 

 

შეფასება

ქულა

შეფასება

დადებითი შეფასება

A

91-100

ფრიადი

B

81-90

ძალიან კარგი

C

71-80

კარგი

D

61-70

საშუალო

E

51-60

დამაკმაყოფილებელი

უარყოფითი შეფასება

Fx

41-50

ვერ ჩააბარა 

F

0-40

ჩაიჭრა 

 

Fx შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი უფლებამოსილია გადაამუშავოს თეზისი - მოახდინოს კვლევითი კითხვის მოდიფიცირება, კვლევის მეთოდების შეცვლა, კვლევითი პოპულაციის შეცვლა, ლიტერატურის ანალიზის აკადემიური წერის სტანდარტებში მოქცევა ან/და შეასრულოს შემფასებლის რეკომენდაციის შესაბამისად სხვა სამუშაო, და ხელმეორედ ჩააბაროს თეზისის შეფასების კომპონენტო მომდევლო აკადემიურ სემესტრში. 

განმეორებით დაცვაზე დადებითი შეფასების მიუღწევლობის შემთხვევაში, მაგისტრანტს უფორმდება         F შეფასება და იგი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას. 

F შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას, და ვალდებულია ახალი სამაგისტრო ნაშრომის შეასრულოს. 

თეზისის კომპონენტში 2-ჯერ უარყოფითი შეფასების მიღება არის მაგისტრანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. 

 

 სამაგისტრო თეზისის სტანდარტი

 

აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა

  • აკადემიური პატიოსნება: პლაგიარიზმი, სხვისი ნამუშევრის გამოყენება, როგორც საკუთარის, არ დაიშვება და გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება აკადემიური და დისციპლინარული ფორმებით
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება - გენერაციული ტექსტის გამოყენება უთანაბრდება სხვა ავტორის ნამუშევრის გამოყენებას, ციტირების დადგენილი წესის გამოყენების ვალდებულების ჩათვლით.
  • ციტირების სტანდარტი: მოთხოვნილ დავალებებში წყაროების ციტირება უნდა განხორციელდეს APA სტილით
  • წყაროების სტანდარტი: სტუდენტის ნამუშევარში გამოყენებული წყაროების მეცნიერული ვალიდურობა უნდა დადასტურდეს ხელმისაწვდომი ფორმით, თუ სასწავლო დავალება პირდაპირ არ ითხოვს საპირისპიროს.
  • კვლევის სტანდარტი: დაუშვებელია კვლევაში პერსონალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა, რესპონდენტის თანხმობის გარეშე კვლევის განხორციელება
  • კვლევის მიგნების სტანდარტი: დაუშვებელია კვლევის მონაცემების შეცვლა სასურველი შედეგის მისაღწევად. სტუდენტი ავლენს მზაობას მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს კვლევის პირველადი მასალა და ახსნას დასკვნა. 
  • ნაშრომის აუთენტურობის დადასტურება: ნამუშევარში ავტორის პერსონალის კონტრიბუცია შემოწმდება მოყვანილი წყაროების გარშემო დამატებითი კითხვების დასმით, რომელზეც სწორი პასუხის გაცემა აუცილებელია
  • ვადების და სამუშაოს მართვა: დაგვიანებული დავალებები არ მიიღება ინსტრუქტორთან წინასწარი შეთანხმების ან სტუდენტისგან დამოუკიდებელი, მნიშნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორის დადასტურების გარეშე
  • კომუნიკაცია: სასწავლო პროცესში კომუნიკაცია ლექტორთან, კოლეგებთან და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებთან განხორციელდეს აკადემიური ფორმების დაცვით, ლექტორის მიერ განსაზღვრული ფორმატით
  • კონსულტაცია: ლექტორთან კომუნიკაცია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ან სასწავლო პროცესის მართვის სისტემით, აკადემიური კომუნიკაციის ფორმის დაცვით.
  • ეთიკა: სასწავლო, პრაქტიკის და კვლევის პროცესში სტუდენტს მოეთხოვება სტუდენტური ეთიკის ნორმების დაცვა

პროგრამის რეგულაციები

სამაგისტრო პროგრამის განხორციელების წესი

მაგისტრანტის სტატუსისა და მობილობის დებულება

სამაგისტრო თეზისის სტანდარტი

 

admissions@bauinternational.edu.ge
სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორები: manoni.japaridze@bauinternational.edu.ge
mariam.chankuridze@bauinternational.edu.ge