რეგისტრაცია

ვაკანსია დეკანის ასისტენტის პოზიციაზე

ვაკანსია დეკანის ასისტენტის პოზიციაზე

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “აცხადებს ვაკანსიას მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის ასისტენტის პოზიციაზე.

 

რატომ დასაქმება „ბაუში“?

  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

•დეკანის დახმარება მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების მართვაში.

• განრიგის შექმნა და გადახედვა;

• სასწავლო პროცესის მონიტორინგი განრიგის შესაბამისად;

• ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მომზადება პროგრამის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით;

• ელექტრონული მართვის სისტემაში - EMS აკადემიური რეგისტრაციის მონიტორინგი;

• ოფიციალური ტრანსკრიპტების გაცემა;

• EMS-ში აკადემიური მოსწრების შედეგების, გამოცდების შეფასების უწყისებისა და ჩანაწერების დროული ასახვის მონიტორინგი;

• დიპლომის დანართების მომზადება (ხარისხის სამსახურთან შეთანხმებით) და გაცემა;

• სასწავლო პერსონალის ჩატარებული საათების აღრიცხვა და მონიტორინგი ;

•სტუდენტების დაგზავნა კლინიკურ ბაზებზე, ჟურნალების მომზადება და როტაციის მონიტორინგი;

•საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

  • უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე  ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

 

დამატებითი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციასთან შეგუება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • საიმედოობა.

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)

სამუშაო განაკვეთი: სრული

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურება: 750 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2023 წლის 26 მარტი